პეირონის დაავადება

დაავადების აღწერა

პეირონის დაავადება იწვევს ფიბროზული ნაწიბურის განვითარებას პენისში, რაც იწვევს პენისის მოხრას და მტკივნეულ ერექციებს.

პენისს სხვადასხვა ზომა და ფორმა შეიძლება ჰქონდეს. მოხრილი ერექცია ხშირია და ყოველთვის არ მიანიშნებს სამედიცინო პრობლემაზე. თუმცა, ზოგიერთ მამაკაცში, პეირონის დაავადება იწვევს მნიშვნელოვან მოხრას პენისის ფორმაში, ასევე ტკივილს.

პეირონის დაავადება ხშირად უკარგავს მამაკაცს სქეობრივი კავშირის სურვილს ან ართულებს ერექციას–ერექციული დისფუნქცია. მრავალ მამაკაცში, პეირონის დაავადება ასევე ასოცირებულია სტრესთან და შფოთვასთან.

მამაკაცების მცირე ნაწილში, პეირონის დაავადება თავად გაივლის. უმეტესად, მდგომარეობა ხანგრძლივდება ან უარესდება. მკურნალობა საჭიროა, თუ მოხრა იმდენად მძიმეა, რომ ხელს უშლის მამაკაცს სქესობრივი კავშირის დამყარებაში.

გამომწვევი მიზეზი

პეირონის დაავადების მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ ასოცირებულია რამდენიმე სავარაუდო ფაქტორი.

მიიჩნევა, რომ პეირონის დაავადება გამოწვეულია პენისის განმეორებითი დაზიანებით. მაგალითად, პენისი ზიანდება სექსის დროს, ათლეტური აქტივობების დროს ან ავტოავარიების შემთხვევაში. ამის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები ვერ იხსნებენ ტრავმის შემთხვევებს.

დაზიანების მორჩენის სტადიაში, ნაწიბურები არასწორად ვითარდება, რაც იწვევს გამაგრებას და მოხრას.

პენისის თითოეული მხარე შეიწავს ღრუბლისებრ მილს– კავერნოზულ სხეულს, რომელიც შეიცავს მრავალ მცირე ზომის სისხლძარღვს. ღრუბლოვანი ქსოვილი მოქცეულია ელასტიური ქსოვილის ქვეშ, რომელიც იჭიმება ერექციის დროს.

როცა ერექცია იწყება აღგზნების გამო, სისხლის მიმოქცევა იზრდება ღრუბლისებრი ქსოვილის სისხლძარღვებში. როცა სისხლი იმატებს, პენისი იზრდება ზომაში და მაგრდება.

პეირონის დაავადების დროს, ერექციის განმავლობაში ნაწიბუროვანი ქსოვილის მქონე რეგიონი სწორად ვერ იჭიმება და პენისი დეფორმირებული და ხშირად მტკივნეულია.

ზოგიერთ მამაკაცში, პეირონის დაავადება თანდათანობით იწყება და არაა ასოცირებული დაზიანებასთან. მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა ასოციაცია პეირონის დაავადებასა და გენეტიკურ ფაქტორებს ან სხვა დაავადებებს შორის.

სიმპტომები

პეირონის დაავადება ხასიათდება უეცარი ან თანდათანობითი სიმპტომებითა და ნიშნებით. ესენია:

  • ნაწიბურის განვითარდება. ნაწიბუროვანი ქსოვილი, ფოლაქები ასოცირდება პეირონის დაავადებასთან და შეიძლება შეიგრძნობოდეს კანქვეშ, პენისზე, როგორც გამაგრებული ქსოვილი.
  • პენისის დეფორმაცია–მოხრა. პენისის სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება მოიხაროს. ზოგიერთ შემთხვევაში, ერექციულ მდგომარეობაში პენისზე შეინიშნება შევიწროების ადგილი, ჩაღრმავება ან ასოზე მჭიდრო ქსოვილის გამოხატვა.
  • ერექციის პრობლემები. პეირონის დაავადება ასოცირდება ერექციულ დისფუნქციასთან, ანუ რთულდება ერექციის მიღწევა და შენარჩუნება.
  • პენისის დამოკლება. პენისი პეირონის დაავადების გამო შესაძლოა დამოკლდეს.
  • ტკივილი. ტკივილი პენისში ერექციის დროს ან გარეშე ვითარდება.



პენისის პეირონის დაავადებასთან ასოცირებული მოხრა შეიძლება დროთა განმავლობაში გაუარესდეს. ამის მიუხედავად, პაციენტების უმრავლესობაში გარკვეული დროის შემდეგ მოხრა სტაბილურდება.

უმეტესად, ერექციული ტკივილი გამოსწორდება 1–2 წელიწადში, თუმცა ნაწიბუროვანი ქსოვილი და მოხრა რჩება. ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში, მოხრაც და ტკივილიც ქრება მკურნალობის გარეშეც.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ პენისის მოხრის ან ტკივილის გამო დაგერღვათ ნორმალური სქესობრივი ფუნქცია.