პემფიგუსი
დაავადების აღწერა
პემფიგუსი კანის იშვიათი დაავადებების ჯგუფია, რომელიც იწვევს პირის ღრუს ან გენიტალიების ლორწოვან გარსებზე სითხით სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარის გაჩენას.
არსებობს პემფიგუსის ორი მთავარი ფორმა: ვულგარული პემფიგუსი და ფოთლისებრი პემფიგუსი. ვულგარული ფორმა ყველაზე ხშირია. პემფიგუსი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად შუა ასაკის ან მოხუცებულობის ასაკის ადამიანებშია.
პემფიგუსი ძირითადად ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა კარგად კონტროლდება დროული დიაგნოზისა და მკურნალობის ფონზე. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც ასევე გამოიყენება მწვავე დამწვრობებში.
გამომწვევი მიზეზი
პემფიგუსი აუტოიმუნური დაავადებაა. უმეტეს შემთხვევებში, უცნობია რა იწვევს დაავადების განვითარებას.
ნორმაში, იმუნური სისტემა უცხო მიკროორგანიზმებს ებრძვის, მაგალითად ვირუსებსა და ბაქტერიას. პემფიგუსის დროს, იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება და წარმოქმნის ანტისხეულებს ჯანსაღი უჯრედების მიმართ კანსა და ლორწოვანში.
ზოგჯერ, პემფიგუსი გვევლინება მედიკამენტის გვერდით ეფექტად, როგორიცაა არტერიული წნევის მარეგულიერებელი ან ქელატორი საშუალებები. ამ ტიპის პემფიგუსი ხშირად მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ რჩება.
სიმპტომები
პემფიგუსი ხასიათდება ლორწოვან გარსებზე სითხით სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარით. ბუშტუკები მარტივად სკდება, ქმნის წყლულს, რომელიც შეიძლება დაჩიქრდეს და დაინფიცირდეს. ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება პემფიგუსის ტიპის მიხედვით:
- ვულგარული პემფიგუსი. ამ ყველაზე ხშირ ფორმას ახასიათებს პირის ღრუს დაზიანება, შემდეგ კი კანზე გადასვლა. გამონაყარი შემდეგ შესაძლოა გენიტალიებზეც გაჩნდეს. გამონაყარი ძირითადად მტკივნეულია, მაგრამ არ იწვევს ქავილს. პირის ღრუში ან ხახაში არსებული გამონაყარი ართულებს ყლაპვას.
- ფოთლისებრი პემფიგუსი. ამ ტიპს არ ახასიათებს ლორწოვანი მემბრანების დაზიანება. გამონაყარი ძირითადად სახეზე ან სკალპზე იწყება და შემდეგ გადადის მკერდზე, ზურგზე. გამონაყარი უმტკივნეულოა, მაგრამ ახასიათებს ქერქის წარმოქმნა და ქავილი.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გამონაყარი პირის ღრუში ან კანზე. თუ იღებთ პემფიგუსის შესაბამის მკურნალობას, მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა:
- ახალი გამონაყარი ან წყლულები
- სწრაფად გავრცელდა გამონაყარი
- ცხელება
- შეციება
- კუნთების ან სახსრების ტკივილი