პერიფერიული ნერვების დაზიანება

დაავადების აღწერა

პერიფერიული ნერვები თავის ტვინსა და ზურგის ტვინს ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებთან აკავშირებენ, როგორიცაა კუნთები და კანი. პერიფერიული ნერვები მყიფეა და ადვილად ზიანდება. ნერვის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინსა და სხვა ორგანოებს შორის კომუნიკაციის დარღვევა.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრზნობელობის დაქვეითება ქვედა და ზედა კიდურებში, ხელის მტევანსა და მხრის არეში, თქვენ შესაძლოა დაზიანებული გქონდეთ ერთი ან მეტი ნერვი ძვლის მოტეხილობის ან რაიმე სხვა შემთხვევის შედეგად. მსგავსი სიმპტომები ასევე მოსალოდნელია ნერვზე ზეწოლის შედეგად, რასაც განაპირობებს ნერვის სამოძრაო გზის შევიწროება, სიმსივნე და სხვა დაავადებები.

პერიფერიული ნერვების დაზიანების დროს აუცილებელია დროული სამედიცინო ჩარევა, რადგან ნერვული ქსოვილის აღდგენა შესაძლებელია. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა თავიდან აგარიდებთ გართულებებსა და პერმანენტულ დაზიანებას.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები