პერნიო
დაავადების აღწერა
პერნიო შესაძლოა თავად მოშუშდეს, განსაკუთრებით ამინდის დათბობის პერიოდში. დაავადება, როგორც წესი 1-3 კვირაში თავისით გაივლის, თუმცა მას შესაძლოა ახასიათებდეს სეზონურად გამოვლინება წლების განმავლობაში. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტებისა და კრემების თანხლებით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პერნიო იშვიათად იწვევს მუდმივ დაზიანებას, დაავადების შედეგად შესაძლოა განვითარდეს ინფექცია, რომელიც სამედიცინო ჩარევის გარეშე სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
პერნიოს განვითარებისგან თავის ასარიდებლად საუკეთესო გზა არის იშვიათად გასვლა ცივ გარემოში, თბლად ჩაცმა და სხეულის მოშიშვლებული ადგილების დაფარვა.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
პერნიოს სიმპტომები:
- ქავილი და სიწითლე კანზე ადგილ-ადგილ, განსაკუთრებით ტერფებსა და ხელის მტევნებზე.
- ბებერები
- კანის შესიება
- წვის შეგრძნება კანზე
- კანის ფერის შეცვლა წითლიდან მუქ ლურჯზე, რომელსაც თან ახლავს ტკივილი
- დაწყლულება
როდის მივმართოთ ექიმს
- პერნიოთი დაავადებული ადამიანების ნაწილი საერთოდ არ დადის ექიმთან, ისინი ტკივილსა და ქავილს კრემების საშუალებით უმკლავდებიან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი არის ძლიერი და დაზიანებულ კანზე ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჩანს, ექიმის ჩარევამ შესაძლოა მკურნალობა უფრო ეფექტური გახადოს. თუ მდგომარეობა 1-2 კვირის განმავლობაში თავისით არ გაუმჯობესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
- თუ თქვენ გაქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები ან დიაბეტი, პერნიოს ნიშნების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო გართულებები.