პირის ღრუს კიბო

დაავადების აღწერა

პირის ღრუს კიბო შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუს ნებისმიერ ნაწილში. პირის ღრუს კიბოს განვითარების ადგილმდებარეობები:

  • ტუჩებიი
  • ღრძილები
  • ენა
  • ლოყის შიდა ნაწილის ამომფენი გარსი
  • პირის ღრუს ზედა ნაწილი
  • პირის ღრუს ქვედა კიდე


პირის ღრუს შიგნით განვითარებულ კიბოს ორალურ კიბოსაც უწოდებენ.

პირის ღრუს სიმსივნე შედის თავისა და კისრის კიბოების კატეგორიაში. პირის ღრუს კიბოსა და თავისა და კისრის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა, ხშირად, ერთი და იმავე მეთოდით ხდება.

გამომწვევი მიზეზი

პირის ღრუს კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც ტუჩების ან პირის ღრუში შემავალ უჯრედებში ვითარდება დნმ-ის მუტაცია. მუტაცია იწვევს კიბოს უჯრედების უკონტროლო ზრდასა და გამრავლებას, განსხვავებით ნორმალური უჯრედებისგან. პირის ღრუს კიბოს უჯრედების გროვა აყალიბებს სიმსივნეს. დროთა განმავლობაში კიბოს უჯრედები შესაძლოა გავრცელდეს თავისა და კისრის სხვა წერტილებში ან სხეულის დანარჩენ ნაწილებში.

პირის ღრუს კიბო, როგორც წესი, ვითარდება ტუჩებისა და პირის ღრუს ამომფენ ბრტყელ უჯრედებში. პირის ღრუს კიბოების უმრავლესობა წარმოადგენს ბრტყელუჯრედოვან კარცინომას.

უცნობია, თუ რა იწვევს მუტაციებს ბრტყელ უჯრედებში. თუმცა ექიმებმა აღმოაჩინეს რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას.

პირის ღრუს კიბოს ტიპები

პირის ღრუს კიბო ზოგადი ტერმინია, რომელიც გულისხმობს ნებისმიერ კიბოს, რომელიც ვითარდება ტუჩებზე ან პირის ღრუს შიდა რომელიმე წერტილში. ასეთი ტიპის კიბოების განსასაზღვრი სპეციფიური ტერმინები:

  • ლოყის შიდა ნაწილის ამომფენი ლორწოვანი გარსის კიბო
  • პირის ღრუს ქვედა კიდის კიბო
  • ღრძილის სიმსივნე
  • ტუჩის სიმსივნე
  • პირის ღრუს ზედა ნაწილის(მაგარი სასა) კიბო
  • სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე
  • ენის კიბო

სიმპტომები

პირის ღრუს კიბოს სიმპტომები:

  • ტკივილი, რომელიც არ მსუბუქდება
  • კანის ამობურცულობა ან შესქელება პირის ღრუს ამომფენ გარსში
  • თეთრი არ მოწითალო ლაქა პირის ღრუს შიდა ნაწილში
  • მორყეული კბილები
  • პროთეზის გაკეთების შეზღუდვა
  • ენის ტკივილი
  • ქვედა ყბის ტკივილი და გაშეშება
  • მტკივნეული ან გაძნელებული ღეჭვა
  • მტკივნეული ან გაძნელებული ყლაპვა
  • ყელის ტკივილი
  • შეგრძნება, რომ ყელში რაღაც არის


როდის მივმართოთ ექიმს

ორ კვირაზე ხანგრძლივად მიმდინარე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ექიმმა შესაძლოა დაადგინოს რაიმე სხვა ხშირი გამომწვევი მიზეზი მსგავსი სიმპტომებისა. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია.