პირის სიმშრალე

დაავადების აღწერა

პირის სიმშრალე, იგივე ქსეროსტომია, ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, როდესაც პაციენტი უჩვეულო სიმშრალეს განიცდის პირის ღრუში. უმეტესად, პირის სიმშრალე გამოწვეულია პირის ღრუში სანერწყვე ჯიკრვლებში არასაკმარისი ნერწყვის გამომუშავებით. მდგომარეობა, ზოგჯერ, მედიკამენტის გვერდითი ეფექტია. იშვიათ შემთხვევებში, პირის სიმშრალის მიზეზი რაიმე დაავადებაა, რომელიც პირდაპირ აზიანებს სანერწყვე ჯირკვლებს.

პირის სიმშრალე ხშირი პრობლემაა. მდგომარეობა შეიძლება შემოიფარგლებოდეს უბრალო უსიამოვნო შეგრძნებით. თუმცა, რიგ სემთხვევებში, პირის სიმშრალე ზეგავლენას ზოგად ჯანმრთელობაზე, კბილებზე, მადაზე და საკვებისგან სიამოვნების მიღებაზე.

ნერწყვი ხელს უშლის კბილის ლპობას ბაქტერიების მიერ გამომუშავებული მჟავების განეიტრალების გზით, რაც ზღუდავს ბაქტერიების გამრავლებას და ხელს უწყობს საკვები ნარჩენებისგან კბილების გათავისუფლებას. ნერწყვი აგრეთვე აძლიერებს გემოს აღქმას და ამარტივებს ყლაპვას. აგრეთვე, ნერწყვის ფერმენტები მონელებაშიც იღებენ მონაწილეობას.

გამომწვევი მიზეზი

პირის სიმშრალეს ბევრი მიზეზი აქვს:

  • მედიკამენტები. უამრავი მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული წამლები, იწვევენ პირის სიმშრალეს, როგორც გვერდით მოვლენას. პირის სიმშრალეს უფრო ხშირად იწვევენ მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, ნერვის ტკივილის(ნეიროპათია) და შფოთვის სამკურნალოდ. მდგომარეობას აგრეთვე განაპირობებენ ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტები, ცხვირში გამხსნელები, კუნთის რელაქსანტები და ტკივილის მარეგულირებელი წამლები.
  • დაბერება. ასაკის მატება ყოველთვის არ იწვევს პირის სიმშრალეს. თუმცა, მოხუცი ადამიანები უფრო ხშირად იღებენ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ პირის სიმშრალე. მოხუცებში პირის სიმშრალის გამომწვევი დაავადებების არსებობის რისკი აგრეთვე მაღალია.
  • სიმსივნის თერაპია. ქიმიოთერაპიული პრეპარატები იწვევენ ნერწყვის შემადგენლობისა და მისი რაოდენობის შეცვლას. ეს პროცესი შეიძლება იყოს დროებითი და შეჩერდეს მურნალობის შეწყვეტის შემდეგ. სხივური თერაპია თავისა და კისრის არეში ზოგჯერ აზიანებს სანერწყვე ჯირკვლებს, რის შედეგადაც მცირდება ნერწყვის გამოყოფა. სხივური თერაპიით გამოწვეული პირის სიმშრალე შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი. მდგომარეობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზაზე და ნამკურნალები მოცულობის სიდიდეზე.
  • ნერვის დაზიანება. ტრავმულმა ან ქირურგიულმა დაზიანებამ შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს თავის ან კისრის არეში არსებულ ნერვზე, რის შედეგადაც, ზოგჯერ, პირის სიმშრალე ვითარდება.
  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. პირის სიმშრალე ზოგიერთი დაავადების შედეგია, როგორებიცაა ავტოიმუნური დაავადება შოგრენის სინდრომი ან შიდსი. ინსულტმა და ალცჰეიმერის დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიონ პირის სიმშრალის შეგრძნება, მიუხედავად იმისა რომ სანერწყვე ჯირვკლები ნორმალურად ფუნქციონირებენ. პირღია ხვრინვა და პირით სუნთქვა აგრეთვე განაპირობებს პირის სიმშრალეს.
  • თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს მოწევა ან დაღეჭვა პირის სიმშრალის სიმპტომებს აძლიერებს.
  • მეტამფეტამინების მოხმარება. მეტამფეტამინების გამოყენება იწვევს პირის ძლიერ სიმშრალესა და კბილების დაზიანებას.

სიმპტომები

მკურნალობა დამოკიდებულია პირის სიმშრალის მიზეზზე

თუ თქვენ პირის ღრუში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით ნერწყვი, შესაძლოა იყოს შემდეგი სიმპტომები:

  • სიმშრალე პირის ღრუს ან ყელის არეში
  • შესქელებული ან ბლანტი ნერწყვი
  • უსიამოვნო სუნი პირიდან
  • ღეჭვის, მეტყველების და ყლაპვის გაძნელება
  • გემოების შეცვლილი აღქმა
  • პროთეზის ტარების პრობლემები
  • კბილების გაძლიერებული ლპობა
  • გაღიზიანებული ღრძილები ან ღრძილების დაავადება
  • ქალებში, პირის სიმშრალის მიზეზი შესაძლოა იყოს პომადის კბილებზე მიკრობა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღნიშნავთ პირის სიმშრალის სიმპტომებს, დანიშნეთ შეხვედრა სტომატოლოგთან