პირის წვის სინდრომი
დაავადების აღწერა
სამწუხაროდ, პირის წვის სინდრომის მიზეზები დაუდგენელია- ეს ფაქტი დაავადების მკურნალობას ართულებს, თუმცა იმედს ნუ დაკარგავთ. თქვენ სამედიცინო გუნდთან მჭიდრო მუშაობის რეჟიმში შესაძლებელია სინდრომის უკეთესად გაკონტროლება.
პირის წვის სინდრომის სხვა სახელები:დამწვარი პირის სინდრომი, ენის წვის სინდრომი, ტუჩების წვის სინდრომი, სტომატოდინია და გლოსოდინია
გამომწვევი მიზეზი
პირის წვის სინდრომის მიზეზები შეგვიძლია დავყოთ როგორც პირველადი და მეორადი.
პირველადი პირის წვის სინდრომი
როდესაც სახეზე არ გვაქვს კლინიკური ან ლაბორატორიული ცვლილებები, მდგომარეობას პირველადი ან იდიოპათიური პირის წვის სინდრომი ეწოდება. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ სინდრომი დაკავშირებულია გემოვნების და სხვა მგრძნობელობის ორგანოების დაზიანებასთან პერიფერიულ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში
მეორადი პირის წვის სინდრომი
ზოგჯერ, პირის წვის სინდრომს რაიმე სხვა მდგომარეობა იწვევს. ამ შემთხვევაში დაავადებას მეორადი პირის წვის სინდრომი ეწოდება.
მდგომარეობები, რომლებიც უკავშირდებიან პირის წვის სინდრომს:
- მშრალი პირის ღრუ(ქსეროსტომია), რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტის მოხმარებამ, ჯანმრთელობის პრობლემებმა, სანერწყვე ჯირკვლის რაიმე პათოლოგამ ან კიბოს მკურნალობისას აღმოცენებულმა გვერდითმა მოვლენებმა.
- პირის ღრუს სხვა პათოლოგიები, როგორიცაა სოკოვანი ინფექცია(რძიანა), ანთებითი დაავადება სახელად ბრტყელი ლიქენი, ან მდგომარეობა რომელსაც გეოგრაფიულ ენას უწოდებენ. გეოგრაფიული ენის ქონის დროს, ენას აქვს რუკისებრი გარეგნობა.
- საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, როგორიცაა რკინის, თუთიის, ფოლატის(ვიტამინი B-9, თიამინის (B-1), რიბოფლავინის(ვიტამინი B-2), პირიდოქსინის(ვიტამინი B-6) და კობალამინის (ვიტამინი B-12) ნაკლებობები.
- ხელოვნური კბილები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ვერ ჯდებიან კარგად და აწვებიან პირის ღრუს ახლომდებარე კუნთებსა და ქსოვილებს. ხელოვნური კბილები აგრეთვე შესაძლოა შეიცავდნენ ნივთიერებებს, რომლები აღიზიანებენ პირის ღრუს ქსოვილებს.
- ალერგიული რეაქციები საკვებზე, საკვების სანელებლებზე(არომატიზატორებზე), სხვა საკვებ დანამატებზე, არომატებზე, საღებავებზე ან სტომატოლოგიურ ნივთიერებებზე.
- კუჭის მჟავების რეფლუქსი(გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადება), ამ დროს კუჭის მჟავა ამოდის პირის ღრუში.
- ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით სისხლის მაღალი წნევის მარეგულირებელი წამლები, რომლებსაც ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს უწოდებენ.
- პირის ღრუსთან დაკავშირებული ქცევები, როგორიცაა ენის კბილებს შორის მოყოლა, კბილების კრაჭუნი(ბრუქსიზმი)
- ენდოკრინული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი ან არასაკმარისად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი(ჰიპოთიროიდიზმი)
- პირის ღრუს ჭარბი გაღიზიანება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ენის ზედმეტი ხეხვით, მცვეთავი ზემოქმედების კბილის პასტის გამოყენებით, პირის ღრუში გამოსავლები საშუალებების ჭარბი მოხმარებით ან მჟავური ტიპის სასმელებით.
- ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია ან სტრესი
სიმპტომები
პირის წვის სინდრომის შესაძლო სიმპტომები:
- წვის შეგრძნება, რომელიც თითქმის ყოველთვის მოიცავს ენაზე, თუმცა შესაძლოა აგრეთვე მომდინარეობდეს ტუჩებიდან, ღრძილებიდან, ტელიდან ან მთლიანი პირის ღუდან
- პირის სიმშრალის შეგრძნება გაძლიერებული წყურვილით
- გემოს ცვლილებები, მწარე ან მეტალისმაგვარი გემოს შეგრძნება
- გემოს დაკარგვა
- პირის წვის სინდრომით გამოწვეულ დისკომფორტს რამოდენიმე ფორმა აქვს. იგი შეიძლება განვითარდეს ყოველდღე. გაღვიძების დროს ზოგჯერ ტკივილი ძლიერი არ არის, თუმცა სიმპტომი დღის მსვლელობასთან ერთად უარესდება. თუმცა ძლიერი ტკივილი შესაძლოა გაღვიძებისთანავე და გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ტკივილი აგრეთვე შეიძლება იყოს ხანგამოშვებითი
- მიუხედავად დისკომფორტის ფორმისა, პირის წვის ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს თვეები, წლები. ხანდახან, სიმპტომები თავისით წყდება ან იშვიათდება. პირის წვის სინდრომი, ძირითადად, არ იწვევს შესამჩნევ ფიზიკურ ცვლილებებს პირის ღრუსა და ენაზე.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ განიცდით დისკომფორტს, წვის შეგრძნებას ან ტკივილს ენაზე, ტუჩებზე, ღრძილებზე ან პირის ღრუს სხვა მიდამოებში, აუცილებლათ მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს. შესაძლოა საჭირო გახდეს რამოდენიმე პროფილის ექიმის ერთად მუშაობა პრობლემის ზუსტი მიზეზის დასადგენად,რათა მკურნალობა უფრო ეფექტური გახდეს.