პირველადი სანაღვლე ციროზი

დაავადების აღწერა

პირველადი სანაღვლე ციროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლში ნაღვლის სადინარები ნელ-ნელა ნადგურდება. ნაღველი – სითხე, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში, იღებს საკვების მონელებაში მონაწილეობასდა ორგანიზმს ათავისუფლებს სისხლის მკვდარი წითელი უჯრედებისგან, ქოლესტეროლისგან და ტოქსინებისგან.

ნაღვლის არხების დაზიანების შედეგად, როგორც პირველადი ციროზის დროს, მავნე ნივთიერებები შესაძლებელაი დაგროვდეს ღვიძლში და გამოიწვიოს ღვიძლის ქსოვილის შეუქცევადი დანაწიბუროვანება(ციროზი).

მიჩნეულია, რომ პირველადი სანაღვლე ციროზი არის ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი საკუთარ უჯრედებს ებრძვის. მკვლევარები თვლიან, რომ მდგომარეობა გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების შედეგად. დაავადება, როგორც წესი, ნელ-ნელა ყალიბდება. მედიკამენტებს შეუძლიათ შეანელონ დაავადების პროგრესი, განსაკუთრებით, თუ მკურნალობა ადრეულ ეტაპებზე იწყება.

გამომწვევი მიზეზი

პირველადი სანაღვლე ციროზის ზუსტი მიზეზები უცნობია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა წარმოადგენს ავტოიმუნურ დაავადებას, რომლის დროსაც ორგანიზმი უტევს საკუთარ უჯრედებს.

როგორ ყალიბდება პირველადი სანაღვლე ციროზი

პირველადი სანაღლვე ციროზის ანთება იწყება მაშინ, როდესაც T ლიმფოციტები (T უჯრედები) გროვდებიან ღვიძლში. T უჯრედები წარმაოდგენენ სისხლის თეთრ უჯრედებს. სისხლის თეთრი უჯრედები იმუნური სისტემის შემადგენილი ნაწილია.

ნორმალურ პირობებში, T უჯრედები ამოიცნობენ და ებრძვიან მავნე ორგანიზმებს, როგორიცაა ბაქტერია. თუმცა პირველადი სანაღვლე ციროზის დროს ეს უჯრედები იპყრობენ და ანდგურებენ ღვიძლში არსებული ნაღვლის მცირე ზომის სადინარის ამომფენ კედლებს.

უმცირესი ზომის სადინარებსი ანთება ვრცელდება დროთა განმავლობაში და ანადგურებს ღვიძლის მიმდებარე უჯრედებს. ამ უჯრედების განადგურების შედეგად ჯანმრთელი ქსოვილი ნაცვლდება ნაწიბუროვანი ქსოვილით(ფიბროზი), რაც იწვევს ციროზს. ციროზი წარმოადგენს ღვიძლის დანაწიბუროვანებას, რის შედეგადაც ქვეითდება ღვიძლის აუცილებელი ფუნქციები.

სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ პირველადი სანაღვლე ციროზის მქონე ზოგიერთ პაციენტს დიაგნოზის დასმიდან რამოდენიმე წელიწადის განმავლობაში სიმპტომები შესაძლოა საერთოდ არ აღენიშნებოდეს, რიგ პაციენტებში აღინისნება რამოდენიმე სიმპტომი.

ხშირი ადრეული სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • ქავილი
  • თვალისა და პირის ღრუს სიმშრალე



გვიანდელი სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში
  • ტკივილი ძვლების, კუნთებისა და სახსრების არეში
  • კანისა და თვალების სიყვითლე
  • კანის ფერის გამუქება, რომელცი არ უკავშირდება მზეს (ჰიპერპიგმენტაცია)
  • შესიებული ტერფები და კოჭები(ედემა)
  • სითხის დაგროვება მუცელში ღვიძლის უკმარისობის გამო(ასციტი)
  • ცხიმოვანი ნივთიერებების დეპოები თვალის გარშემო, ქუთუთოების გარშემო, ხელისა და ფეხის გულების ნაკეცებში, იდაყვებზე ან მუხლებზე (ქსანტომები)
  • სუსტი და მსხვრევადი ძვლები(ოსტეოპოროზი), რომელიც იწვევს მოტეხილობებს
  • ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა
  • ცხიმიანი ფაღარათი( სტეატორეა)
  • დაქვეითებული ფუნქციის ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთიროიდიზმი)