პლაცენტის ნაადრევი აშრევება

დაავადების აღწერა

პლაცენტის ნაადრევი აშრევება ორსულობის იშვიათი, თუმცა სერიოზული გართულებაა.

პლაცენტა არის სტრუქტურა, რომელიც ყალიბდება საშვილოსნოში ორსულობის დროს ნაყოფის გამოსაკვებად. თუ პლაცენტამ ოწყდა საშვილოსნოს კედლის შიდა ნაწილს მშობიარობამდე ნაწილობრივ ან სრულად, მდგომარეობას ნაადრევი აშრევება ეწოდება. პათოლოგიამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფისადმი არასაკმარისი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება. აშრევება ასევე იწვევს დედის ძლიერ სისხლდენას.

პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ხშირად, უეცრად ვითარდება. მკურნალობის გარეშე მდგომარეობა დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

გამომწვევი მიზეზი

პლაცენტის ნაადრევი აშრევების კონკრეტული მიზეზები ხშირად უცნობია. შესაძლოა მიზეზი იყოს ტრავმა ან დაზიანება მუცლის არეში. მდგომარეობას ასევე იწვევს ნაყოფის თავისუფლად სამოძრაოდ არსებული სითხის(ამნიოტური სითხე) დაკარგვა.

სიმპტომები

პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ძირითადად, ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში, განსაკუთერბით კი ბოლო კვირებში ვითარდება. პლაცენტის ნაადრევი აშრევების ძირითადი სიმპტომები:

  • ვაგინალური სისლხდენა
  • ტკივილი მუცლის არეში
  • ტკივილი ზურგის არეში
  • საშვილოსნოს ტკივილი
  • საშვილოსნოს სწრაფი შეკუმშვები



წელისა და მუცლის ტკივილი, ხშირად, უეცრად იწყება. ვაგინალური სისხლდენის რაოდენობა განსხვავებულია და არ შეესაბამება მოწყვეტილი პლაცენტის დაშორების სიგრძეს საშვილოსნოს შიდა კედლიდან. ზოგიერთ შემთხვევაში პლაცენტის ძლიერი აშრევების შემდეგაც კი არ აღინიშნება სისხლდენა. სისხლდენის არარსებობის მიზეზია პლაცენტის მიერ სისხლის შეკავება საშვილოსნოში.

ზოგიერთ შემთხვევასი, პლაცენტის ნაადრევი აშრევება ნელ-ნელა ვითარდება. ამ დროს, თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ მსუბუქი, ხანგამოშვებითი ვაგინალური სისხლდენა. ნაყოფი არ იზრდება მოსალოდნელად სწრაფად და შესაძლოა აღინიშნებოდეს ამნიოტური სისხლის დაბალი რაოდენობა(ოლიგოჰიდრამნიოზი) და სხვა გართულებები.

როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება პლაცენტის ნაადრევი აშრევების შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:

  • ვაგინალური სისხლდენა
  • ტკივილი მუცლის არეში
  • ძლიერი ტკივილი ზურგის არეში
  • საშვილოსნოს სწრაფი შეკუმშვები