პლაცენტის წინმდებარეობა(პლაცენტა პრევია)

დაავადების აღწერა

პლაცენტის წინმდებარეობა არის მდგომარეობა, როდესაც ნაყოფის პლაცენტა ნაწილობრივ ან სრულად ფარავს დედის საშვილოსნოს ყელის შესავალს. საშვილოსნსოს ყელი მოთავსებულია საშვილოსნოს ქვედა ნაწილში და აერთებს მას ვაგინის ზედა ნაწილთან. პლაცენტამ მშობიარობის წინ და მის დროს შესაზლოა ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს.

პლაცენტა ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს აწვდის მზარდ ნაყოფს და აშორებს მას ნარცჩენ პროდუქტებს სისხლიდან. იგი ეკრობა საშვილოსნოს კედელს და მისგან ამოიზრდება ბავშვის ჭიპლარი.
ორსულობის ძირითად შემთხვევებში, პლაცენტა ეკრობა საშვილოსნოს ზედა ან გვერდითა ნაწილს. პლაცენტა პრევიის დროს, პლაცენტა ეკრობა საშვილოსნოს ქვედა ნაწილს.

პლაცენტა პრევიას დროს, დიდი ალბათობის თქვენ შეგეზღუდებათ ფიზიკური დატვირთვა ორსულობის გარკვეულ პერიოდში. ასევე მოსალოდნელია საკეისრო კვეთის ჩატარება უსაფრთხო მშობიარობისთვის.

გამომწვევი მიზეზი

ემბრიონის საშვილოსნოში იმპლანტაციის შემდგომ პლაცენტა იწყებს ზრდას. თუ ემბრიონი საშვილოსნოს ქვედა ნაწილში იმპლანტირდა, პლაცენტა შესაძლოა გაიზარდოს საშვილოსნსო ყელის თავზე, რაც იწვევს დაავადებას.

პლაცენტა პრევიას უმეტესი შემთხვევა ფიქსირდება მეორე ტრიმესტრში ულტრაბგერით შემოწმების დროს. თუ პლაცენტა ოდნავ ეხება საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს გაფართოებამ შესაზლოა პლაცენტა ზემოთ აქაჩოს, რაც მოხსნის პრობლემას.

თუმცა პლაცენტის საშვილოსნოს ყელზე მდებარეობის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში სიტუაცია არ უმჯობესდება. რაც უფრო გვიან გამოვლინდება პლაცენტა პრევია, მით მეტია შანსი, რომ იგი წარმოდგენილი იყოს მშობიარობის დროს.

პლაცენტის წინმდებარეობის მუდმივი ფორმები დაკავშირებულია:

  • საშვილოსნოს ამომფენი გარსის ნაწიბურებთან, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს წარსულში გადატანილი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.
  • დიდი ზომის პლაცენტა, მაგალითად რამოდენიმე ორსულობის შემდეგ.
  • დაფეხმძიმება 35 წლის ასაკში ან შემდგომ
  • მშობიარობები წარსულში

სიმპტომები

უმტკივნეულოდ მიმდინარე ღია წითელი ვაგინალური სისხლდენა ორსულობის მეორე ნახევარში არის პლაცენტა პრევიას მთავარი სიმპტომი. სისხლდენა შესაზლოა იყოს როგორც მსუბუქი, ასევე ძლიერი. სისხლდენა, როგორც წესი, სამედიცინო ჩარევის გარეშე წყდება, თუმცა რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ისევ იჩენს თავს. ზოგიერთი ქალი ასევე განიცდის შეკუმშვებს.

როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ მეორე ან მესამე სემესტრის დროს აღგენიშნებათ ვაგინალური სისხლდენა. თუ სისხლდენა მძიმეა, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.