პოდაგრა (ნიკრისის ქარი)

დაავადების აღწერა

პოდაგრა ხასიათდება უეცარი, მწვავე შეტევით, რომლის დროსაც ვლინდება სახსრების ტკივილი, სიწითლე და მგრძნობელობის მომატება. იგი ყველაზე ხშირად გვხვდება ფეხის ცერა თითის ფუძის სახსარზე.

პოდაგრა, ართრიტის რთული ფორმა, შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. კაცებუ უფრი დიდი რისკის ქვეშ არიან, თუმცა მენოპაუზის შემდეგ ქალებშიც იზრდება პოდაგრის განვითარების რისკი.

პოდაგრის შეტევა შეიძლება უეცრად, ძილის დროს განვითარდეს. ამ დროს ადამიანს აქვს გრძნობა, თითქოს მის ფეხის ცერა თითს ცეცხლი უკიდია. დაზიანებული სახსარი არის ცხელი, შესიებული და იმდენად მგრძნობიარე, რომ ზეწრის წონაც კი აუტანელი შეიძლება გახდეს.

საბედნიეროდ პოდაგრა მკურნალობას ექვემდებარეა და არსებობს მეთოდები მისი ეპიზოდების შესამცირებლად.

გამომწვევი მიზეზი

პოდაგრა ვითარდება სახსარში ურატების კრისტალების დაგროვების შედეგად, რაც იწვევს პოდაგრის შეტევის დროს ანთებას და მწვავე ტკივილს. ურატის კრისტალები ფორმირდება როდესაც სისხლში შარდმჟავას მაღალი შემცვლელობაა.

ორგანიზმი წარმოქმნის შარდმჟავას პურინების დაშლის შედეგად. პურინები გვხვდება როგორც ორგანიზმში, ასევე საჭმელებში, მაგალითად სტეიკში, ნატურალურ ხორცში და ზღვის პროდუქტებში. სხვა საკვებიც იწვევენ შარდმჟავას დონის მომატებას. ასეთებია ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით ლუდი, და სასმელები, რომლებშიც დამატკბობლად გამოყენებულია ფრუქტოზა.

ნორმაში, შარდმჟავა იხსნება სისხლში და თირკმელების მეშვეობით შარდში გადადის. ხანდახან ორგანიზმი ან ჭარბად წარმოქმნის შარდმჟავას ან მცირე რაოდენობით გამოყოფს მას. როდესაც ეს ხდება, შარდმჟავა შეიძლება დაგროვდეს და წარმოქმნას წვეტიანი, ნემსისმაგვარი ურატების კრისტალები, რომლებიც ჩალაგდება სახსარში ან გარშემო ქსოვილებში და გამოიწვევს ტკივილს, ანთებას და შესიებას.

სიმპტომები

პოდაგრას ნიშნები და სიმპტომები უმეტეს შემთხვევაში ვითარდება გაფრთხილების გარეშე, უეცრად, ხშირად ღამის საათებში. ისინია:

  • სახსრის მწვავე ტკივილი. პოდაგრა ძირითად აზიანებს ფეხის ცერა თითის დიდ სახსარს, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება გამოვლინდეს ფეხების, კოჭების, მუხლების, ხელებისა და მაჯების სახსრებში. ტკივილი უმეტესად ყველაზე მწვავეა დაწყებიდან 4-12 საათის განმავლობაში.
  • ხანგრძლივი დისკომფორტი. ყველაზე მწვავე ტკივილის ჩაცხრობის შემდეგ, სახსრის დისკომფორტი შეიძლება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დარჩეს. შემდგომი შეტევები დიდი ალბათობით უფრო ხანგრძლივი იქნება და უფრო მეტ სახსარს მოიცავს.
  • ანთება და სიწითლე. დაზიანებულ სახსრებში ვითარდება ანთება და ისინი ხდებიან შესიებული, მგრძნობიარე, თბილი და წითელი.
  • მოძრაობის დიაპაზონის შემცირება. პოდაგრას პროგრესირებასთან ერთად სახსრებში შეიძლება შემცირდეს მოძრაობის დიაპაზონი.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ განგივითარდებათ სახსრის უეცარი, მწვავე ტკივილი, დაურეკეთ ექიმს. მკურნალობის გარეშე დატოვებული პოდაგრა შეიძლება გართულდეს უფრო ძლიერი ტკივილი და სახსრის უფრო მძიმე დაზიანებით.

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ ტემპერატურა და რომელიმე სახსარი არის ცხელი და ხედავთ ანთების ნიშნებს. ეს შეიძლება ინფექციის ნიშანი იყოს.