პოლიჰიდრამნიოზი

დაავადების აღწერა

პოლიჰიდრამნიოზი ამნიოტური სითხის (სანაყოფე წყლები) ჭარბად დაგროვების მდგომარეობაა. ეს სითხე ნაყოფის გარშემო მდებარეობს საშვილოსნოში, ორსულობის დროს. პოლიჰიდრამნიოზი ორსულობების დაახლოებით 1%–ში გვხვდება.

პოლიჰიდრამნიოზის უმეტესი შემთხვევა მსუბუქია და გამოიხატება ამნიოტური სითხის დაგროვებით ორსულობის მეორე ნახევარში. მძიმე პოლიჰიდრამნიოზი იწვევს სუნთქვის უკმარისობას, ადრეულ მშობიარეობას და სხვა ნიშნებსა და სიმპტომებს.

თუ პაციენტს პოლიჰიდრამნიოზი დაუდგინდა, ექიმი დააკვირდება ორსულობის მიმდინარეობას მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე. მსუბუქი პოლიჰიდრამნიოზი თავადაც გაივლის. მძიმე პოლიჰიდრამნიოზი საჭიროებს მკურნალობას, როგორიცაა ჭარბი სითხის დრენირება.

გამომწვევი მიზეზი

პოლიჰიდრამნიოზის გამომწვევი მიზეზებია:

  • ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ან ნერვულ სისტემაში
  • დიაბეტი დედაში
  • ტყუპების ტრანსფუზიის ფენომენი– ერთი კვერცხუჯრედის ტყუპების გართულება, როცა ერთი ტყუპი ზედმეტ სისხლს იღებს, ხოლო მეორე– ნაკლებს
  • ნაყოფის ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა)
  • სისხლის ჯგუფის შეუთავსებლობა დედასა და ბავშვს შორის



ხშირად, პოლიჰიდრამნიოზის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

სიმპტომები

პოლიჰიდრამნიოზის სიმპტომები გამოწვეულია საშვილოსნოსა და ახლომდებარე ორგანოებზე სითხის მიერ გამოწვეული ზეწოლით.

მსუბუქი პოლიჰიდრამნიოზი იწვევს მსუბუქ სიმპტომებსა და ნიშნებს. მძიმე პოლიჰიდრამნიოზი ვლინდება ამ სიმპტომებით:

  • სუნთქვის უკმარისობა და გაძნელება, მსუბუქდება წამოდგომით
  • შესიება ქვემო კიდურებში, ვულვაზე და მუცლის ღრუს კედელზე
  • შარდის გამოყოფის შემცირება



თქვენი ექიმი პოლიჰიდრამნიოზზე ეჭვს მიიტანს, თუ საშვილოსნო ზედმეტად დიდი ზომისაა ან გაძნელდა ბავშვის გულისცემის მოსმენა