პოლიმიალგია რევმატიკა
დაავადების აღწერა
პოლიმიალგია რევმატიკა არის ანთებითი დაავადება, რაც იწვევს კუნთის ტკივილსა და დაჭიმულობას. ტკივლი და დაჭიმულობა, ხშირად, ვითარდება მხრების, კისრის, ზედა მკალვების და ბარძაყების არეებში. პოლიმიალგია რევმატიკას სიმპტომები, როგორც წესი, სწრაფად იწყება – ორ კვირაში.
დაავადების მქონე პაციენტები უმეტესად 65 წელს გადაცილებულები არიან. დაავადება იშვიათად გვხვდება 50 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.
ანტი-ანთებითი წამლები, რომლებსაც კორტიკოსტეროიდები ეწოდებათ, აუმჯობესებენ პოლიმიალგია რევმატიკას სიმპტომებს, თუმცა ეს მედიკამენტები საჭიროებენ მონიტორინგს, რადგან ახასიათებთ სერიოზული გვერდითი ეფექტები.
პოლიმიალგია რევმატიკა უკავშირდება სხვა ანთებით დაავადებას, რომელსაც გიგანტურ-უჯრედულ არტერიტს უწოდებენ. არტერიტი იწვევს თავის ტკივილებს, მხედველობის პრობლემებს, ქვედა ყბის ტკივილსა და სხვა სიმპტომებს. შესაძლებელია ამ ორი დაავადების ერთად არსებობა.
გამომწვევი მიზეზი
პოლიმიალგია რევმატიკას ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია. თუმცა მიჩნეულია, რომ არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ჩართულია მდგომარეობის განვითარებაში:
- გენეტიკა. ზოგიერთი გენი და გენების ვარიაციები ზრდიან პოლიმიალგია რევმატიკას განვითარების შანსს.
- გარემო ფაქტორები. პოლიმიალგიის ახალ შემთხვევებშ შესაძლოა ახასიათებდეთ ციკლურობა და განვითარდნენ სეზონურად, რაც მიუთითებს რაიმე გარემო ფაქტორზე, როგორიცაა, მაგალითად რაიმე ვირუსი. თუმცა დაავადების გამომწვევი, რომელიმე კონკრეტული ვირუსი ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის.
გიგანტურ-უჯრედული არტერიტი
პოლიმიალგია რევმატიკას და გიგანტურ-უჯრედულ არტერიტს ბევრი საერთო მახასიათებელი გააჩნიათ. გიგანტურ-უჯრედული არტერიტი იწვევს არტერიების ამომფენი კედლის ანთებას. პროცესი, ძირითადად, საფეთქლის არეში მიმდინარეობს. გიგანტურ-უჯრედული არტერიტი იწვევს თავის ტკივილს, ქვედა ყბის ტკივილს, მხედველობის პრობლემებს და სკალპის ტკივილს შეხებაზე. მდგომარეობამ შესაზლოა გამოიწვიოს მხედველობის სამუდამო დაკარგვა.
პოლიმიალგია რევმატიკა და გიგანტურ-უჯრედული არტერიტი შესაძლოა იყვნენ ერთი და იგივე დაავადებები სხვადასხვა გამოვლინებით. ამ ორი დაავადების თანაკვეთა მნიშვნელოვანია:
- პოლიმიალგია რევმატიკას მქონე პაციენტების 30 %-ს აღენიშნება გიგანტურ-უჯრედულია რტერიტი.
- გიგანტურ-უჯრედული არტერიტის მქონე პაციენტების ნახევარი პოლიმიალგია რევმატიკითაა დაავადებული.
სიმპტომები
პოლიმიალგია რევმატიკას სიმპტომები, როგორც წესი, ორგანიზმის ორივე მხარეს იჩენს თავს:
- ტკივილი მხრების არეში(ძირითადად პირველი სიმპტომია)
- ტკივილი კისრის, ზედა მკლავების, დუნდულების, ბარძაყებისა და თეძოების არეში
- დაჭიმულობა დაზიანებულ ადგილებში, განსაკუთრებით დილის პერიოდში ან ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ
- დაზიანებულ ადგილებში შეზღუდული მოძრაობა
- ტკივილი ან დაჭიმულობა მაჯების ან მუხლების არეებში(იშვიათად)
შესაძლოა აღინიშნებოდეს ზოგადი სიმპტომები:
- მსუბუქი სიცხე
- დაღლილობა
- ავად ყოფნის შეგრძნება
- უმადობა
- მოულოდნელად წონაში კლება
- დეპრესია
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენისნებათ ტკივილები ან დაჭიმულობა, რომელიც:
- დაიწყო ახლახანს
- ხელს გიშლით ძილში
- გზღუდავთ ყოველდღიური საქმიანობების კეთებისგან, როგორიცაა ჩაცმა ან კიბეზე ჩასვლა