პოლიმიოზიტი

დაავადების აღწერა

პოლიმიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთის სისუსტეს სხეულის ორივე მხარეს. პოლიმიოზიტი ართულებს კიბეზე ასვლას, მჯდომარე პოზიციიდან წამოდგომას, სიმძიმეების აწევას და ა.შ.

პოლიმიოზიტი, როგორც წესი 30-60 წლის ზრდასრულებში გვხვდება. დაავადება უფრო ხშირია შავკანიანებში და ქალებში მეტადაა წარმოდგენილი. პოლიმიოზიტის სიმპტომები თანდათანობით ვითარდება, კვირებისა და თვეების განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიმიოზიტი უკურნებელია, შესაძლებელია მედიკამენტებისა და ფიზიკური თერაპიის ჩატარება კუნთების გასაძლიერებლად.

გამომწვევი მიზეზი

პოლიმიოზიტის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა დაავადებას შეიცავს ავტოიმუნური პათოლოგიების მსგავს მახასიათებლებს. ავტოიმუნური დაავადების დროს, იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებს.

სიმპტომები

პოლიმიოზიტთან დაკავშირებული კუნთის სისუსტე მოიცავს ტანთან ახლომდებარე კუნთებს, როგორიცაა ბარძაყის, თეძოს, მხრების, ზედა მკლავებისა და კისრის კუნთები. სისუსტე წარმოდგენილია სხეულის მარცხენა და მარჯვენა მხარეებში და ახასიათებს გაუარესება დროთა განმავლობაში.

როდის მივმართოთ ექიმს

კუნთების მოულოდნელი სისუსტის განვითარების შემთხვევაში მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.