პოლიმორფული გამონაყარი სინათლეზე

დაავადების აღწერა

სინათლეზე პოლიმორფული გამონაყარი წარმოადგენს ქავილის გამომწვევ გამონაყარს, რომელიც გამოწვეულაი მზესთან კონტაქტის შედეგად იმ ადამიანებში, ვისაც ჩამოყალიბებული აქვს მგრძნობელობა სინათლეზე(ფოტოსენსიტიურობა). გამონაყარი გამოიყურება, როგორც მცირე ზომის, წითელი ამობურცულობები ან ოდნავ წამოწეული ლაქები კანზე.

პოლიმორფული გამონაყარი სინათლეზე, როგორც წესი, ვითარდება გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში, როდესაც ადამიანის შეხება მზესთან ხშირდება. გამონაყარის განმეორებითი ეპიზოდები იშვიათია ზაფხულის სვლასთან ერთად, თუმცა დაავადება ყოვერლწლიურად იმავე სეზონზე იჩენს თავს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიმორფული გამონაყარი, ძირითადად, თავისით შუშდება სამედიცინო ჩარევის გარეშე, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამებტები მძიმე შემთხვევების პირობებში. მზეზე იშვიათად გასვლამ ან სინათლის თერაპიამ შესაძლოა თავიდან აგარიდოთ გამონაყარის განმეორებითი ეპიზოდები.

გამომწვევი მიზეზი

სინათლეზე პოლიმორფული გამონაყრის მიზეზები ცნობილი არ არის. გამონაყარი ჩნდება ადამიანებში, რომლებსაც ჩამოუყალიბდათ მგრზნობელობა მზის სინათლის შემადგენელ კომპონენტებზე, განსაკუთრებით კი ულტრაიისფერ სხივებზე მზისგან და სხვა წყაროებისგან, როგორიცაა, სოლარიუმი და ა.შ. ასეთ მგრძნობელობას ფოტოსენსიტიურობა ეწოდება. ფოტოსენსიტიურობა შედეგია იმუნური სისტემის გააქტიურებისა, რასაც იწვევს მზის სინათლე. შედეგად ვითარდება ანთება და გამონაყარი.

ულტრაიისფერი დასხივება

ულტრაიისფერი დასხივება არის მზის სინათლის ტალღის სიგრძე, რომლის მწკრივი იმდენად მოკლეა, რომ ადამიანის თვალს არ შეუძლია მისი დანახვა. ულტრაიისფერი სინათლე, რომელიც ეცემა დედამიწას, იყოფა ორი ტალღის სიგრძის კონას – ულტრაიისფერი A და ულტრაიისფერი B.

ფოტოსენსიტიურობის მქონე ადამიანს შესაზლა აღმოაჩდნეს რეაქცია ორივე ტიპის ულტრაიისფერ გამოსხივებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ულტრაიისფერი B სინათლე ვერ კვეთს სათვალეს, ულტრაიისფერ A-ს შეუძლია მისი გადაკვეთა. ასე რომ, ფოტოსენსიტიურობის მქონე ზოგიერთ ადამიანს გამონაყარი შესაძლოა გაუჩნდეს დახურული ფანჯრების პირობებშიც.

ფოტოსენსიტიურობა

მზის სინათლეზე მგრძნობელობა იკლებს პოლიმორფული გამონაყრის განმეორებითი ეპიზოდების შემდგომ.

გამონაყარი, როგორც წესი, ჩნდება ხანგრძლივი პაუზის შემდგომ მზესთან პირველი ან მეორე კონტაქტის შედეგად. ასე რომ, გამონაყარი, ძირითადად, გაზაფხულის ან ადრეული ზაფხულის დროს იჩენს თავს. გამონაყარი შესაზლაო განვითარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ზამთარში პაციენტი მზიან ადგილებში გაემგზავრება არდადეგებზე.

ზაფხულის სვლასთან ერთად გამონაყრის ეპიზოდები იშვიათდება.

სინათლეზე პირველი პოლიმორფული გამონაყრის შემდგომ მოსალოდნელია ასეთი ეპიზოდების განმეორება შემდეგი წელიწადის იმავე სეზონზე.

ზოგიერთი ადამიანი დროთა განმავლობაში ნაკლებ სენსიტიურია სინათლის მიმართ და შესაძლოა საერთოდ აღარ განუივითარდეს გამონაყარი.

სიმპტომები

გამონაყარი, როგორც წესი, მზესთან კონტაქტის შემდგომ წუთების, საათების ან რამოდენიმე დღის შემდეგ ჩნდება. გამონაყარი თავს იჩენს ისეთ ადგილებში, რომლებიც ტანსაცმლითაა დაფარული ზამთრის პერიოდში, ხოლო ზაფხულში კი მზესთან აქვს შეხება: მკერდის ზედა ნაწილი, კისრის წინა ნაწილი და მკლავები.

გამონაყრის მახასიათებლები:

  • მცირე ზომის ამობურცულობების მჭიდრო გროვები
  • წამოწეული უხეში ლაქები
  • სიწითლე
  • ქავილი და წვის შეგრზნება
  • ბუშტუკების გაჩენა და შესიება(ნაკლებად სავარაუდოა)



იშვიათ შემთხვევებში პაციენტებს შესაძლოა აღმოაჩნდეთ სხვა სიმპტომები, როგორებიცაა სიცხე, ციება, თავის ტკივილი და გულისრევის შეგღზნება. ასეთი მდგომარეობი უფრო მეტად უკავშირდება მზით დამწვრობას, ვიდრე სინათლეზე პოლიმორფულ გამონაყარს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თქვენ გაგივითარდათ რაიმე ტიპის გამონაყარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, როგორიცაა ნაცნობი ალერგია.
  • ბევრი მდგომარეობა, მათ შორის მძიმე დაავადებები, იწვევენ მსგავს გამონაყარებს კანზე. აუცილებელია დროული დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა.



მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გამონაყარი არის:

  • ფართოდ გავრცელებული სხეულზე
  • მტკივნეული
  • თან ახლავს სიცხე