პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა

დაავადების აღწერა

პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა მენტალური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია ადამიანისათვის მძიმე, სტრესული მოვლენით. შეიძლება პაციენტი თავად იყოს მოვლენის მსხვერპლი, ან შეესწროს მას. სიმპტომებია: მოვლენის შესახებ ფიქრები, კოშმარები, შფოთვა. სიმპტომებს პაციენტი ვერ აკონტროლებს.

მრავალ ადამიანს, გარკვეულ პერიოდში ახასიათებს ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებული სტრესი, მაგრამ არ ვითარდება პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა. დროის გასვლის და მხარდაჭერის შემდეგ, ადამიანები ეგუებიან მოვლენებს. თუ სიმპტომები რთულდება და რამდენიმე თვეს ან წელს გასტანს, შესაძლოა იყოს პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა.

მკურნალობის მიღება პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობის დროს ეხმარება პაციენტს სიმპტომების შესამსუბუქებლად და გაუმჯობესებაში.

გამომწვევი მიზეზი

პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა ვითარდება ტრავმული მოვლენის განცდის, თვითმხილველობის ან ფაქტის გაგების შემდეგ. მოვლენები ხშირად სიკვდილს, დაზიანებას ან სქესობრივ ძალადობას უკავშირდება.

ექიმებმა ზუსტად არ იციან, რატომ ემართება ზოგიერთ ადამიანს პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა. როგორც სხვა მენტალური მდგომარეობების დროს, ამ სინდრომის მიზეზებიც მრავალია:

  • თანდაყოლილი მენტალური რისკები, როგორიცაა შფოთვისა და დეპრესიისკენ მიდრეკილება
  • ცხოვრებისეული გამოცდილება, ტრავმის სიმძიმე, ადრეულ ბავშვობაში განცდილი მოვლენები
  • ტემპერამენტი– თანდაყოლილი პიროვნული თვისებები
  • თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებებისა და ჰორმონების გამოყოფის, შენახვის და გამოთავისუფლების გზები სტრესთან მიმართ პასუხში.

სიმპტომები

პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები იწყება ტრავმული მოვლენიდან 3 თვის განმავლობაში, მაგრამ ზოგჯერ სიმპტომები რამდენიმე წლის შემდეგაც იჩენს თავს. ეს სიმპტომები დიდ პრობლემებს ქმნის სოციალურ, სამსახურეობრივ სიტუაციებსა და ურთიერთობებში.

პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა ზოგადად იყოფა ოთხ ჯგუფად: მოგონებები, უარყოფა, უარყოფითი ცვლილებები ფიქრებსა და განწყობაში, ემოციური რეაქციების ცვლილებები.

მოგონებები

სიმპტომებია:

  • ხშირი, განმეორებადი, არასასურველი ფიქრები ტრავმული მოვლენის შესახებ
  • ტრავმული მოვლენის ხელახლა განცდა, თითქოს ისევ მოხდა
  • სიზმრები მოვლენის შესახებ
  • ძლიერი ემოციური დისტრესი ან ფიზიკური რეაქცია რაიმეზე, რაც პაციენტს მოაგონებს ტრავმულ მოვლენას



უარყოფა

უარყოფის სიმპტომებია:

  • ტრავმულ მოვლენაზე ფიქრების უარყოფა
  • იმ ადგილებში მოხვედრის თავიდან არიდება, სადაც მოვლენა მოხდა



უარყოფითი ცვლილებები ფიქრებსა და განწყობაში

სიმპტომებია:

  • უარყოფითი ფიქრები საკუთარ თავზე ან სხვებზე
  • პოზიტიური ემოციების არქონა
  • ემოციური მგრძნობელობის დაქვეითება
  • ინტერესის ნაკლებობა
  • უიმედობა მომავლის შესახებ
  • მეხსიერების პრობლემები, ტრავმული მოვლენის ნაწილობრივ დავიწყება
  • ახლო ურთიერთობების შენარჩუნების სირთულე



ემოციური რეაქციების ცვლილებები

ემოციური რეაქციების ცვლილებების (აღგზნებითი რეაქციები) სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა იყოს:

  • გაღიზიანება, ბრაზი, აგრესიული ქცევა
  • დამცველობითი პოზიცია
  • დანაშაულის ან სირცხვილის შეგრძნება
  • საკუთარი თავისთვის მავნებლური ქცევა, როგორიცაა ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ავტომობილის სწრაფად ტარება
  • კონცენტრირების ნაკლებობა
  • უძილობა
  • ადვილად შეშინება, შფოთვა



სიმპტომების ინტენსივობა

პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები განსხვავებული ინტენსივობისაა. შესაძლოა გქონდეთ მეტი სიმპტომი, როცა ზოგადად სტრესის ქვეშ ხართ ან თუ რაიმე მოგაგონებთ ტრავმულ მოვლენას. მაგალითად, რაიმე ხმაურმა პაციენტს შეიძლება ჯარის დროს განცდილი ტრავმა მოაგონოს. ან შეიძლება პაციენტმა წაიკითხოთ სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ, გაახსენდეს საკუთარი გამოცდილება და გართულდეს სიმპტომები.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ შემაწუხებელი ფიქრები ან გრძნობები, რომლებიც ტრავმულ მოვლენას უკავშირდება და გრძელდება 1 თვეზე მეტხანს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ხშირად ეს ფიქრები ხელს გიშლით თქვენი ცხოვრება აკონტროლოთ. მკურნალობა რაც შეიძლება მალე მიიღეთ, რათა პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები არ გართულდეს.

თუ გაქვთ სუიციდური ფიქრები

თუ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფს თვითმკვლელობის შესახებ აქვს ფიქრები, მაშინვე მოითხოვეთ დახმარება:

  • დაუკავშირდით ახლო მეგობარს ან საყვარელ ადამიანს
  • დაუკავშირდით რელიგიურ წარმომადგენელს, ვინმეს, ვისაც ენდობით
  • დარეკეთ თვითმკვლელობის პრევენციის ცხელ ხაზებზე ან მსგავს სერვისებში
  • დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან



როდის მოვითხოვოთ სასწრაფო დახმარება

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება თავს რაიმე დაუშავოთ ან ჩაიდინოთ თვითმკვლელობა, დარეკეთ 112–ზე დაუყოვნებლივ.

თუ ფიქრობთ, რომ სხვა ადამიანმა შესაძლოა თავს რაიმე დაუშავოს, ჩაიდინოს თვითმკვლელობა ან ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა, პირველ რიგში დარჩით მასთან ან დატოვეთ ვინმე. დარეკეთ 112–ზე დაუყოვნებლივ. თუ შესაძლებელია, წაიყვანეთ ეს ადამიანი ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოში.