პოსტჰერპესული ნევრალგია
დაავადების აღწერა
პოსტჰერპესული (ჰერპესის შემდგომი) ნევრალგია, იგივე სირსველი, წარმოადგენს ჩუტყვავილას გამომწვევი ჰერპესული ვირუსით ინფექციის შემდგომ გართულებას. სირსველი და ნევრალგია ძირითადად რამდენიმე კვირაში გაივლის. თუ ტკივილი გამონაყარის გაქრობის შემდეგ არ ქრება,მდგომარეობას პოსტჰერპესული ნევრალგია ექოდება.
პოსტჰერპესული ნევრალგია აზიანებს ნერვულ ბოჭკოებსა და კანს, ახასიათებს წვის შეგრძნება და ტკივილი. პოსტჰერპესული ნევრალგიის ტკივილი იმდენად ძლიერიც შეიძლება იყოს, რომ გაჩნდეს უძილობის ან უმადობის პრობლემები. პოსტჰერპესული ნევრალგიის რისკი იზრდება ასაკთან ერთად, ძირითადად 60 წელს ზემოთ. რომელი ადგილია კანზე დაზიანებული, მნიშვნელოვანია. როცა გამონაყარი სახეზეა, პოსტჰერპესული ნევრალგიის რისკი უფრო მეტია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში გამონაყარის არსებობის შემთხვევაში.
ამჟამად, არ არსებობს პოსტჰერპესული ნევრალგიის განკურნების გზა, მაგრამ არსებობს სიმპტომების შემამსუბუქებელი თერაპია. უმეტესად, პოსტჰერპესული ნევრალგია გამოსწორებადია.
გამომწვევი მიზეზი
თუ გადატანილი გაქვთ ჩუტყვავილა, ვირუსი, რომელმაც ეს ინფექცია გამოიწვია, რჩება თქვენს ორგანიზმში სიცოცხლის ბოლომდე. როცა ასაკი გემატებათ, ვირუსი რეაქტივაციას განიცდის. ზოგჯერ, ეს ორგანიზმის სტრესული მდგომარეობის დროს ვითარდება, ინფექციის ან იმუნოსუპრესირებადი პრეპარატების გამოყენების გამო. შედეგად, ვითარდება გამონაყარი. რადგან არსებობს იმუნიტეტი ვირუსი წინააღმდეგ, გამონაყარი მთელი სხეულის მაგივრად, მხოლოდ კანის ერთ მონაკვეთზე ვლინდება. იმ მონაკვეთზე, რომლის შესაბამის ნერვზეც განიცადა ვირუსმა რეაქტივაცია.
პოსტჰერპესული ნევრალგია ვითარდება, როცა ნერვული დაბოლოებები ზიანდება გამონაყრის გამო. დაზიანებული დაბოლოებები ვეღარ აგზავნიან სიგნალებს კანიდან ტვინამდე, როგორც ეს ნორმაში ხდება. ამის მაგივრად, ნერვული დაბოლოებების სიგნალები ჭარბი, არასწორია, რაც იწვევს ქრონიკულ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ზოგჯერ თვეობით ან წლობით გასტანს.
სიმპტომები
პოსტჰერპესული ნევრალგიის ნიშნები და სიმპტომები ზოგადად ლიმიტირებულია კანის დაზიანებულ ადგილზე, სადაც გამონაყარი გაჩნდა თავდაპირველად. ეს ადგილი ხშირად სხეულის ცალ მხარეს, ტანის გარშემო მდებარეობს.
ნიშნები და სიმპტომებია:
- ტკივილი. პოსტჰერპესული ნევრალგიის ტკივილი აღიწერება, როგორც ბასრი, გამჭოლი, წვის შეგრძნებით ან ყრუ, მტკივნეული.
- მომატებული მგრძნობელობა მსუბუქ შეხებაზე. პოსტჰერპესული ნევრალგიის დროს, პაციენტი ტკივილს მსუბუქი შეხების დროს, მაგალითად ტანსაცმლის ჩაცმისას, განიცდის. ამ მდგომარეობას ალოდინია ეწოდება.
- ქავილი და მგრძნობელობის დაქვეითება. იშვიათად, პოსტჰერპესული ნევრალგია იწვევს ქავილსა და მგრძნობელობის შემცირებას.
- სისუსტე და პარალიზი. იშვიათ შემთხვევებში, პაციენტმა შესაძლოა აღწეროს კუნთების სისუსტე ან პარალიზი, თუ ჩართული ნერვები კუნთების მოძრაობაზეა პსუხისმგებელი.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს მაშინვე, როცა გამონაყარი გაჩნდება. ხშირად, ტკივილი გამონაყრის გაჩენამდე უფრო ადრე ვლინდება. თუ გამონაყრის გაჩენიდან 72 საათის განმავლობაში მიიღებთ ანტივირუსულ პრეპარატებს, პოსტჰერპესული ნევრალგიის განვითარების რისკი ნახევრდება. ზოგჯერ, ექიმები ნიშნავენ სტეროიდებსაც, დროებითი სიმპტომატური მკურნალობის მიზნით, თუმცა მათი როლი პოსტჰერპესული ნევრალგიის პრევენციაში ჯერ დადგენილი არ არის.