პრეჰიპერტენზიული მდგომარეობა

დაავადების აღწერა

პრეჰიპერტენზიული მდგომარეობა გულისხმობს სისხლის არტერიული წნევის მცირე მატებას. პრეჰიპერტენზიული მდგომარეობა სავარაუდოდ გადაიზრდება ჰიპერტენზიაში, თუ პაციენტი არ შეცვლის ცხოვრების სტილს (მეტი ვარჯიში, ჯანსაღი კვება). ორივე მდგომარეობა– ჰიპერტენზია და პრეჰიპერტენზია ასოცირებულია ინფარქტის, ინსულტის და გულის უკმარისობის განვითარების მაღალ რისკთან.

სისხლის წნევას ორი რიცხვი გამოხატავს. პირველი, ზედა მაჩვენებელი ზომავს წნევას არტერიებში, როცა გული იკუმშება–სისტოლური წნევა. მეორე, ქვედა მაჩვენებელი ზომავს წნევას არტერიებში შეკუმშვებს შორის– დიასტოლური წნევა. პრეჰიპერტენზიული მდგომარეობის ამსახველი მაჩვენებლებია: სისტოლური წნევა 120–139 მმ.ვწყ ან დიასტლური წნევა 80–89 მმ.ვწყ.

წონის დაკლება, ვარიჯში და ცხოვრების სტილის ცვლილება ხშირად ეხმარება პაციენტს პრეჰიპერტენზიული მდგომარეობის საკონტროლოდ.

გამომწვევი მიზეზი

ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც არტერიების კედლებში მაღალ წნევას იწვევს, ასოცირებულია პრეჰიპერტენზიულ მდგომარეობასთან. ათეროსკლეროზი, რომელიც იწვევს ცხიმოვანი ფოლაქების გაჩენას არტერიებში, ხშირად ხდება პრეჰიპერტენზიული მდგომარეობის მიზეზი. ზოგჯერ, სხვა დაავადებაა წნევის მომატების მიზეზი. შესაძლო ვარიანტებია:

  • ათეროსკლეროზი
  • ობსტრუქციული ძილის აპნოე
  • თირკმლის დაავადება
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
  • გარკვეული მედიკამენტები: კონტრაცეპტივები, გაციების სამკურნალო საშუალებები, ცხვირის ღრუს გამხსნელი პრეპარატები, ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები და სხვა რეცეპტით გაცემული წამლები ასოცირებულია წნევის დროებით მომატებასთან. ნარკოტიკები, როგორიცაა კოკაინი ან ამფეტამინი, ამჟღავნებენ მსგავს ეფექტს.



ხშირად, ჰიპერტენზია ვითარდება თანდათან, წლობის განმავლობაში, კონკრეტული გამომწვევი მიზეზის გარეშე.

სიმპტომები

პრეჰიპერტენზიული მდგომარეობა ხშირად უსიმპტომოა. ზოგჯერ, წნევის ძლიერი მატებაც კი არ იწვევს სიმპტომებს.

ერთადერთი გზა, პრეჰიპერტენზიული მდგომარეობის სადიაგნოსტიკოდ, წნევის მონიტორინგია. ექიმთან ვიზიტის დროს, აუცილებლად შეამოწმეთ სისხლის არტერიული წნევა ან გაიზომეთ წნევა სახლში, წნევის აპარატით.

როდის მივმართოთ ექიმს

კითხეთ ექიმს არტერიული წნევის მაჩვენებლების შესახებ, 2 წელიწადში ერთხელ მაინც, 18 წლიდან დაწყებული. შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ხშირი გაზომვა, თუ გაქვთ პრეჰიპერტენზიული მდგომარეობა ან გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკ–ფაქტორები.