პროლაქტინომა
დაავადების აღწერა
პროლაქტინომა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კეთილთვისებიანი სიმსივნე(ადენომა) თავის ტვინში არსებულ ჰიპოფიზში წარმოქმნის ჰორმონი პროლაქტინის ჭარბ რაოდენობას. დაავადების მთავარი ეფექტია სქესობრივი ჰორმონების დაქვეითება: ესტროგენი ქალებში და ტესტოსტერონი კაცებში.
მიუხედავად იმისა, რომ პროლაქტინომა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მდგომარეობა იწვევს მხედველობის პრობლემებს, უნაყოფობას და ა.შ. პროლაქტინომა ჰორმონის წარმომქმნელი სიმსივნეების ყველაზე ხშირი ფორმაა ჰიპოფიზში.
პროლაქტინის შემცველობის დასარეგურილებლად ექიმები პროლაქტინომას მედიკამენტებით მკურნალობენ. ჰიპოფიზში სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა ასევე ერთ-ერთი სამკურნალო მეთოდია.
გამომწვევი მიზეზი
პროლაქტინომა არის სიმსივნის ტიპი, რომელიც ყალიბდება ჰიპოფიზში. სიმსივნის მიზეზი უცნობია.
ჰიპოფიზი არის მცირე ზომის ლობიოს ფორმის ჯირკვალი თავის ტვინის ფუძეში. მიუხედავად მცირე ზომისა, ჰიპოფიზი ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის თითქმის ყველა ნაწილზე. მასში წარმოქმნილი ჰორმონები არეგულირებენ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა ზრდა-განვითარება, სისხლის წნევა და რეპროდუქცია.
პროლაქტინის ჭარბი წარმოქმნის სხვა შესაძლო მიზეზები:მედიკამენტები, ჰიპოფიზის სხვა სიმსივნეები, არასათანადოდ აქტიური ფარისებრი ჯირკვალი, მკერდის ტრავმული დაზიანება, ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება.
სიმპტომები
პროლაქტინომის დროს შესაძლოა არ აღინიშნებოდეს თვალსაჩინო სიმპტომები. თუმცა სიმპტომების გაჩენა შესაძლებელია სისხლში პროლაქტინის ჭარბი შემცველობის (ჰიპერპროლაქტინემია) შედეგად ან სიმსივნის მიერ მიმდებარე ქსოვილებზე ზეწოლის შედეგად. რადგანაც პროლაქტინის მაღალი დონე არღვევს რეპროდუქციულ სისტემას(ჰიპოგონადიზმი), პროლაქტინომის ზოგიერთი სიმპტომი სპეციფიურია ქალებსა და მამაკაცებსი.
ქალებში, პროლაქტინომა იწვევს:
- არარეგულარული მენსტრუალური პერიოდები(ოლიგომენორეა) ან მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა)
- რძისებრი გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან(გალაქტორეა) ფეხმძიმობვის ან ძუძუთი კვების პერიოდის გარეშე
- მტკივნეული სექსი ვაგინის სიმშრალის გამო
- აკნე და ჭარბი თმიანობა სხეულისა და საახის არეში(ჰირსუტიზმი)
მამაკაცებსი, პროლაქტინომა იწვევს:
- ერექციის დისფუნქციას
- სხეულისა და სახის თმიანობის კლებას
- იშვიათად, მკერდის გადიდებას(გინეკომასტია)
ორივე სქესში პროლაქტინომა იწვევს:
- ძვლების სიმკვრივის დაქვეითებას
- სხვა ჰორმონების წარმოქმნის დაქვეითება (ჰიპოპიტუიტარიზმი) სიმსივნის მიერ ზეწოლის შედეგად
- სექსუალური აქტივობისადმი ინტერესის დაკარგტვა
- თავის ტკივილი
- მხედველობის პრობლემები
- უშვილობა
ქალები სიმპტომებს მამაკაცებზე ადრე ამჩნევენ, როდესაც სიმსივნე უფრო მცირე ზომისაა, რადგან აღენიშნებათ არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუალური პერიოდები. მამაკაცები სიმპტომებს მოგვიანებით ამჩნევენ, როდესაც სიმსივნე უფრო დიდი ზომისაა და იწვევს თავის ტკივილსა და მხედველობის პრობლემებს.
როდის მივმართოთ ექიმს
პროლაქტინომასთან დაკავშირებული სიმპტომების არსებობის შემთხვევასი მიმართეთ ექიმს.