პროქტიტი

დაავადების აღწერა

პროქტიტი ნიშნავს სწორი ნაწლავის კედლის ანთებას. სწორი ნაწლავი კუნთოვანი მილია, რომელიც უკავშირდება კოლინჯის ბოლო ნაწილს. განავალი სწორი ნაწლავის გავლით გამოდის ორგანიზმიდან.

პროქტიტი იწვევს ტკივილს სწორი ნაწლავის არეში და მოსაქმების მუდმივ სურვილის შეგრზნებას. პროქტიტი შესაძლოა იყოს როგორც ხანმოკლე, ასევე ქრონიკული.

პროქტიტი ხშირია ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში. სქესობრივად გადამდები ინფექციები მდგომარეობის ასევე ხშირი გამომწვევი მიზეზია. პროქტი იშესაძლოია იყოს ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული სხივური თერაპიოისა.

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთი დაავადება და მდგომარეობა იწვევს სწორი ნაწლავის კედლის ანთებას(პროქტიტი). ასეთი მდგომარეობები:

  • ნაწლავის ანთებითი დაავადება. ამ დაავადების (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება) მქონე პაციენტების 30 %-ში ასევე აღინიშნება სწორი ნაწლავის ანთება.
  • ინფექციები. სქესობრივად გადამდები ინფექციები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირია ანალური სექსის მქონე ადამიანებში. სქსოებრივად გადამდები ინფექციები, რომლებიც იწვევენ პროქტიტს: გონორეა, გენიტალური ჰერპესი და ქლამიდია. ინფექციური პროქტიტი ასევე დაკავშირებულია შიდსის ვირუსთან. საკვებით გადადებული ინფექციები, როგორიცაა სალმონელა, შიგელა და კამპილობაქტერით გამოწვეული ინფექციები, ასევე იწვევენ პროქტიტს.
  • სხივური თერაპია კიბოს სამკურნალოდ. სხივური თერაპია, რომელიც მიმარტულია სწორ ნაწლავთან არსებულ ორგანოებზე, როგორიცაა პროსტატა, იწვევს სწორი ნაწლავის ანთებას. სხივური პროქტიტი იწყება სხივური თერაპიის დროს და გრძელდება მკურნალობის დამთავრებიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში. მდგომარეობა მკურნალობიდან წლების შემდგომ შესაზლოა განვითარდეს.
  • ანტიბიოტიკები. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკები ანადგურებენ სასარგებლო ბაქტერიებს ნაწლავებში და საშუალებას აძლევენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას – კლოსტრიდიუმ დიფიცილეს გამრავლდეს სწორ ნაწლავში.
  • საკვების ცილით გამოწვეული პროქტიტი. ეს მდგომარეობა ვითარდება ახალშობილებში, რომლებიც იღებენ ძროხის რძეს ან სოიოს შემცველ პროდუქტებს. ახალშობილებს ასევე შესაძლოა განუვითარდეთ პროქტიტი ძუძუთი კვების დროს, თუ დედა იღებს რძის პროდუქტებს.
  • ეოზინოფილური პროქტიტი. ეს ფორმა ვითარდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხასიათდება სისხლის თეთრი უჯრედების(ეოზინოფილები) დაგროვებით სწორი ნაწლავის კედელში.

სიმპტომები

პროქტიტის სიმპტომები:

  • ხშირი ან მუდმივი სურვილი დეფეკაციისა
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
  • ლორწოს გამოყოფა სწორი ნაწლავიდან
  • ტკივილი სწორი ნაწლავის არეში
  • ტკივილი მუცლის მარცხენა ნაწილში
  • სისავსის შეგრძნება სწორ ნაწლავში
  • ფაღარათი
  • ტკივილი დეფეკაციის დროს



როდის მივმართოთ ექიმს

პროქტიტის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.