პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
დაავადების აღწერა
პროსტატის ჯირკვლის გადიდება ხშირი მდგომარეობაა, რომელიც მამაკაცებს ასაკის მატებასთან ერთად აწუხებთ. პროსტატის ჯირკვლის გადიდება, იგივე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია იწვევს საშარდე გზების პრობლემებს. სამედიცინო ჩარევის გარეშე, პროსტატის ჯირკვლის გადიდებამ შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე გზების დახშობა, რაც ზღუდავს შარდის გადმოსვლას შარდის ბუშტიდან და იწვევს საშარდე გზების, შარდის ბუშტის და თირკმლის პრობლემებს.
პროსტატის ჯირკვლის გადიდების რამოდენიმე ეფექტური მკურნალობა არსებობს, როგორიცაა მედიკამენტები, მინიმალურად ინვაზიური თერაპიები და ქირურგია. ოპტიმალური მკურნალობის ასარჩევად ექიმი გაითვალისწინებს თქვენს სიმპტომებს, პროსტატის ზომას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და თქვენს სურვილებს.
გამომწვევი მიზეზი
პროსტატის ჯირკვალი მოთვსებულია შარდის ბუშტის ქვემოთ. პროსტატის ცენტრში გადის მილი(შარდსაწვეთი), რომლის საშუალებითაც შარდი შარდის ბუშტიდან მიემართება პენისისკენ.როდესაც პროსტატა ზომაში იზრდება, იგი ბლოკავს შარდის დინებას.
მამაკაცების უმრავლესობას პროსტატა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდებათ. ხშირად, ეს მუდმივი ზრდა საკმარისია იმისათვის, რომ გამოიწვიოს შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები და შარდის შეკავება.
პროსტატის ზრდის მიზეზები სრულად ნათელი ჯერ-ჯერობით არ არის. თუმცა ამ მდგომარეობის მიზეზი შესაძლოა მამაკაცის ასაკის მატებასთან ერთად სასქესო ჰორმონების ბალანსში არსებული ცვლილებები იყოს.
სიმპტომები
სიმპტომების სიმძიმე პროსტატის ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში განსხვევბულია, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ნიშნები თანდათანობით უარესდება. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომები:
- შარდვის ხშირი სურვილი
- გახშირებული შარდვა ღამით (ნოქტურია)
- შარდვის გართულებული დაწყება
- შარდის სუსტი ნაკადი. შარდის ნაკადი რომელიც წყდება და ახლიდან იწყება.
- შარდვის ბოლოს ნაკადის წვეთ-წვეთად ჩამოდინება.
- დაძაბულობა შარდვის დროს
- შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეზღუდვა
პკჰ-ის იშვიათი სიმპტომები:
- საშარდე გზების ინფექცია
- შარდვის სრული შეზღუდვა
- სისხლი შარდში
თქვენი პროსტატის გაზრდილი ზომა ყოველთვის სიმპტომების გაუარესებას არ ნიშნავს. ზოგიერთ მამაკაცს ოდნავ გადიდებული პროსტატით შესაძლოა აღენიშნებოდეს მნიშნველბანი პრობლემები, თუმცა სხვა მამაკაცებს ძალიან გადიდებული პროსტატის ჯირკვლით ზოგჯერ მხოლოდ უმნიშვნელო სიმპტომები აქვთ.
შემთხვევების ნაწილში, მამაკაცების სიმპტომები სტაბილიზდება და უმჯობესდება დროთ განმავლობაში.
შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომების სხვა შესაძლო მიზეზები
მიზეზები, რომლებიც იწვევენ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული სიმპტომების მსგავს ნიშნებს:
- საშარდე გზების ინფექცია
- პროსტატის ანთება(პროსტატიტი)
- შარდსადენის შევიწროება (შარდსადენის სტრიქტურა)
- ქირურგიული ჩარევის შედეგად გაჩენილი ნაწიბური შარდის ბუშტის ყელზე
- შარდის ბუშტის ან თირკმლის კენჭები
- შარდის ბუშტის მარეგულირებელი ნერვების პრობლემები
- პროსტატის ან შარდის ბუშტის კიბო
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს იმ შემთვევაში, თუ გაქვტ შარდვასთან დაკავშიურებული პრობლემები. აუცილებელია გამოვრიცხოთ მდგომარეობის რაიმე სერიოზული მიზეზი იმ შემთხვევაშიც, როდესაც სიმპტომები მნიშნველოვნად არ გვაწუხებს.
თუ თქვენ გაქვთ შარდვის სრული შეზღუდვა, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.