პროსტატიტი

დაავადების აღწერა

პროსტატიტი წარმოადგენს ანთებას და შესიებას პროსტატის ჯირკვალში. პროსტატა კაკლის ზომის ჯირკვალია, რომელიც მამაკაცებში ზუსტად შარდის ბუშტის ქვეშაა მოთავსებული. პროსტატის ჯირკვალი წარმოქმნის სითხეს, რომელიც კვებავს სპერმას და ხელს უწყობს მის ტრანსპორტირებას.

პროსტატიტი ხშირად იწვევს მტკივნეულ და გაძნელებულ შარდვას. პროსტატიტის სხვა სიმპტომები: ტკივილი საზარდულის, მენჯის ან გენიტალიების არეებში და ზოგიერთ შემთხვევაში, გრიპისმაგვარი სიმპტომები.

პროსტატიტი გვხვდება ნებისმიერი ასაკის მამაკაცებში თუმცა ხშირია 50 ან ნაკლები ასაკის მქონე პაციენტებსი. პროსტატიტს ბევრი მდგომარეობა იწვევს. ხშირად დაავადება გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, რომლის მკურნალობაც ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, პროსტატიტი ბაქტერიული ინფექციით არ არის გამოწვეული და მისი მიზეზის დადგენა ვერ ხდება.

მიზეზის მიხედვით, პროსტატი შესაძლოა განვითარდეს თანდათანობით ან უცაბედად. მდგომარეობა შესაძლოა გამოსწორდეს თავისით, სამედიცინო ჩარევის გარეშე. პროსტატიტის ზოგიერთი ფორმა თვეების განმავლობაში გრძელდება და ახასიათებს განმეორებითობა (ქრონიკული პროისტატიტი)

გამომწვევი მიზეზი

მწვავე ბაქტერიული პროსტატიტი ხშირადაა გამოწვეული ბაქტერიის გავრცელებული ფორმებისგან. ინფექცია შესაძლოა განვითარდეს მაშინ, როდესაც შარდში არსებული ბაქტერია გაიჟონება პროსტატაში. სამკურნალოდ გმაოიყენება ანტიბიოტიკები. თუ ბაქტერიების აღმოფხვრა ვერ ხერხდევა პროსტატის ჯირკვალში მათი “დამალვის” გამო, ინფექცია შესაძლოა განმეორდეს და რთულად განიკურნოს. ამ მდგომარეობას ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი ეწოდება.

პროსტატიტის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის ბაქტერიული ინფექცია არ არის. სხვა მიზეზები:

  • იმუნური სისტემის დაავადება
  • ნერვული სისტემის დაავადება
  • პროსტატის ან მისი მიმდებარე ქსოვილების დაზიანება



პროსტატიტის მიზეზი ხშირად უცნობია.

სიმპტომები

პროსტატიტის სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. სიმპტომები:

  • ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდვის დროს(დისურია)
  • შარდვის გაძნელება, მაგალითად წვეთვა ან ყოყმანი შარდვის დროს
  • ხშირი შარდვა, განსაკუთერბით ღამის პერიოდში(ნოქტურია)
  • შარდვის ხშირი სურვილი
  • ტკივილი მუცლის, საზარდულისა და წელის არეებში
  • ტკივილი სათესლე პარკსა და სწორ ნაწლავს შორის არსებულ ნაწილში (პერინეუმი)
  • დისკომფორტი ან ტკივილი პენისის და სათესლეების არეებში
  • მტკივნეული ორგაზმი(ეაკულაცია)
  • გრიპისმაგვარი სიმტპმები (ბაქტერიული პროსტატიტის დროს)



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება: ტკივილი მენჯის არეში, გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა და მტკივნეული ორგაზმი(ეაკულაცია). სამედიცინო ჩარევის გარეშე პროსტატიტის ზოგიერთი ფორმა იწვევს ინფექციების ან ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესებას.