ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულება კოგნიტიურ ფუნქციებზე

დაავადების აღწერა

ქიმიოთერაპიის შემდგომ, ზოგიერთი პაციენტი უჩივის ფიქრისა და მეხსიერების პრობლემებს, რომლებიც კიბოს მკურნალობის შემდეგ აღენიშნათ.ასეთი ტიპის დაზიანებას ასევე ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებულ კოგნიტიურ შეზღუდვასა და დისფუნქციასაც უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებები ხშირად გამოყენებული ტერმინია, ქიმიოთერაპია არ არის კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემების მთავარი მიზეზი კიბოიან პაციენტებში.

ნათელია, რომ მეხსიერების პრობლემები, რომლებიც აღენიშნებათ ქიმიოთერაპიის შემდეგ, იწვევს ფრუსტრაციასა და დისკომფორტს პაციენტებში და ეს სიმპტომები როგორც ქიმიოთერაპიის, ასევე კიბოს გამოწვეულია. მეტი კვლევაა საჭირო ამ მდგომარეობის უკეთ გასაგებად.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, ზუსტად რა იწვევს ამ პრობლემებს კიბოს მქონე პაციენტებში. კიბოსთან დაკავშირებული მიზეზები შესაძლოა იყოს:

მკურნალობა

  • ქიმიოთერაპია
  • ჰორმონალური თერაპა
  • იმუნოთერაპია
  • სხივური თერაპია
  • ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
  • ქირურგიული ჩარევა



კიბოს მკურნალობის გართულებები

  • ანემია
  • დაღლილობა
  • ინფექცია
  • მენოპაუზა (ასოცირებულია ჰორმონალურ თერაპიასთან)
  • კვებითი დეფიციტები
  • ძილის დარღვევა,როგორიცაა ინსომნია
  • ემოციური რეაქცია კიბოს დიაგნოზისა და მკურნალობის მიმართ



  • შფოთვა
  • დეპრესია



სხვა მიზეზები

  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა
  • სხვა მედიკამენტები, მაგალითად ტკივილგამაყუჩებლები

სიმპტომები

ქიმიოთერაპიის შემდგომი დისფუნქციის ნიშნები და სიმპტომებია:

  • უჩვეულო არაორგანიზებულობა
  • დაბნეულობა
  • კონცენტრირების უნარის დაქვეითება
  • საწირო სიტყვის პოვნის უუნარობა
  • ახალი უნარების შეძენის გაძნელება
  • ერთდროულად რამდენიმე მოქმედების შესრულების უუნარობა
  • დაღლილობა
  • მენტალური დაბინდვა
  • ყურადღების გაფანტვა
  • მოკლევადიანი მეხსიერების პრობლემები
  • მარტივი მოქმედებებისთვის დიდი დროს დათმობა
  • ვერბალური მეხსიერების პრობლემები, როგორიცაა საუბრის დამახსოვრება
  • ვიზუალური მეხსიერების პრობლემები, როგორიცაა სურათის ან სიტყვათა წყობის გახსენება



როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაწუხებთ მეხსიერების პრობლემები, მიმართეთ ექიმს. ჩაიწერეთ, როგორი ნიშნები და სიმპტომები გაქვთ, რათა ექიმმა უკეთ შეაფასოს რა ტიპის დისფუნქციასთან გაქვთ საქმე და როგორ ეხება დისფუნქცია ყოველდღიურ ცხოვრებას.