ქლამიდია

დაავადების აღწერა

ქლამიდია ხშირი სქესობრივად გადამდები ინფექციაა. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ ქლამიდია გაქვთ, რადგან პაციენტების დიდი ნაწილი სიმპტომებსა და ნიშნებს (ტკივილი გენიტალიებში და გამონადენი ვაგინიდან ან პენისიდან) არ ავლენს.

ქლამიდია ვრცელდება ქალებშიც და კაცებშიც და გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა უფრო ხშირია ახალგზარდა ქალებში. ქლამიდია არ არის რთული სამკურნალო, მას შემდეგ, რას მისი არსებობა დგინდება. მკურნალობის გარეშე, ქლამიდიამ შესაძლოა უფრო სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.

გამომწვევი მიზეზი

ქლამიდიას იწვევს ბაქტერია და ყველაზე ხშირად ვრცელდება ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის დროს. ასევე შესაძლოა დედამ მშობიარობის დროს გადადოს ახალშობილს ქლამიდია, რაც პნევმონიას ან თვალის მძიმე ინფექციას იწვევს ბავშვში.

სიმპტომები

ადრეული სტადიის ქლამიდია ხშირად უსიმპტომოა ან მცირე ნიშნები აქვს. როცა სიმპტომები ვლინდება, ეს ძირითადად ინფიცირებიდან 1–3 კვირაში ხდება. სიმპტომები ამ დროს ძირითადად მსუბუქი ან დროებითია, რაც დაფიქსირების და დიაგნოსტიკის პროცესს ართულებს.

ქლამიდიის ინფექციის შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • მტკივნეული შარდვა
  • მუცლის ქვედა არეს ტკივილი
  • ვაგინალური გამონადენი ქალებში
  • გამონადენი პენისიდან კაცებში
  • მტკივნეული სქესობრივი კავშირი ქალებში
  • სისხლდენა მენსტრუალურ პერიოდებს შორის და სქესობრივი კავშირის შემდეგ
  • სათესლე ჯირკვლის ტკივილი კაცებში



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ გამონადენი ვაგინიდან ან პენისიდან და ტკივილი შარდვის დროს. ასევე, მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი პარტნიორი გეტყვით, რომ მას აქვს ქლამიდია.ასეთ შემთხვევებში, უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკი მაშინაც, თუ სიმპტომები არ გაქვთ.