ქოლერა
დაავადების აღწერა
წყლის წმენდისა და გაფილტვრის თანამედროვე ტექნიკების გამო ქოლერა თითქმის აღარ არსებობს ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში. ბოლო მნიშვნელოვანი შემთხვევა დაფიქსირდა 1911 წელს აშშ–ში. ქოლერა ჯერ კიდევ არსებობს აფრიკაში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში, ჰაიტისა და ცენტრალურ მექსიკაში. ქოლერის ეპიდემიის რისკი მაღალია, როცა გაჭირვება, ომი ან ბუნებრივი კატაკლიზმები უბიძგებს ხალხს იცხოვრონ მასებად, ადეკვატური სანიტაციის გარეშე.
ქოლერას მკურნალობა საკმაოდ მარტივი და იაფია. რადგანაც ბაქტერია იწვევს გაუწყლოებას, მისი მკურნალობა სითხის გადასხმებია. ამით შესაძლებელია სასიკვდილო გართულებების პრევენცია.
გამომწვევი მიზეზი
დაბინძურებული წყალი ქოლერას მთავარი წყაროა, თუმცა უმი ზღვის პროფუქტები, ხილი ან ბოსტნეული ასევე შესაძლოა გახდეს ინფიცირების წყარო.
ქოლერას ბაქტერიას ორი განცალკევებული სიცოცხლის ციკლი აქვს. ერთი–გარემოში, ხოლო მეორე–ადამიანებში.
ქოლერას ბაქტერია გარემოში
ქოლერას ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება წყლებში, სადაც იგი მცირე ზომის წყლის უმარტივეს ბინადრებს ემაგრება. ქოლერას ბაქტერია ვრცელდება მასპინძლების საშუალებით, მთელ მსოფლიოში, როცა წყლის უმარტივესი ბინადრები მიყვებიან მათი საკვების წყაროს– წყალმცენარეებსა და პლანქტონებს, რომლებიც იზრდებიან წყლის ტემპერატურის მატებასთან ერთად. წყალმცენარის ზრდას ასევე ხელს უწყობს შარდმჟავა, რომელიც კანალიზაციასა და აგრიკულტურულ ნარჩენებში დიდი რაოდენობითაა.
ქოლერას ბაქტერია ადამიანში
როცა ადამიანი მიიღებს ქოლერას ბაქტერიას წყალთან ან საკვებთან ერთად, შესაძლოა თავად არ დაავადდეს, მაგრამ განავალში გამოიყოს ბაქტერიები. როცა ადამიანის განავალი აბინძურებს საკვების ან წყლის წყაროს, იქმნება იდეალური პირობები ქოლერას გავრცელებისათვის.
რადგანაც მილიონზე მეტი ქოლერას ბაქტერიაა საჭირო (დაახლოებით ერთი ჭიქა დაბინძურებული წყალი) დაავადების გამოსაწვევად, ქოლერა ძირითადად ვერ გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
ქოლერას ინფექციის ყველაზე ხშირი წყარო წყალი და გარკვეული საკვებია, როგორიცაა ზღვის პროდუქტები, უმი ხილი და ბოსტნეული და მარცვლეული.
დამდგარი, სასმელი წყალი. ქოლერას ბაქტერია წყალში დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. სასმელი წყალი ხშირადაა ბაქტერიის გავრცელების წყარო პოპულაციებში. ადამიანები, რომლებიც დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ, ადეკვატური სანიტაციის გარეშე, არიან ქოლერას განვითარების მაღალი რისკის წინაშე.
ზღვის პროდუქტები. უმი ზღვის პროდუქტების მიღება, განსაკუთრებით გარკვეულ რეგიონებში მოპოვებულის, შესაძლოა გახდეს ინფიცირების მიზეზი. ბოლოდროინდელი შემთხვევები აშშ–ში დაუკავშირდა ზღვის პროდუქტებს მექსიკის ყურის რეგიონიდან.
უმი ხილი და ბოსტნეული. უმი, გაუთლელი ხილი და ბოსტნეული ქოლერას ხშირი წყაროა იმ რეგიონებში, სადაც ბაქტერია ენდემურია. განვითარებად ქვეყნებში, ადამიანის განავლის შემცველი სასუქები ან დაბინძურებული წყლით პროდუქტების მორწყვა იწვევს პროდუქტების ინფიცირებას.
მარცვლეული. იმ რეგიონებში, სადაც ქოლერა გავრცელებულია, მარცვლეული, მაგალითად ბრინჯი, შესაძლოა დაბინძურდეს მომზადების შემდეგ, განსაკუთრებით თუ ოთახის ტემპერატურაზე გავაჩერებთ რამდენიმე საათს. ეს კარგი გარემოა ბაქტერიის გამრავლებისათვის.
სიმპტომები
ადამიანების უმეტესობა, რომელსაც ჰქონია კონტაქტი ქოლერას ბაქტერიასთან (ვიბრიო ქოლერა), არ ხდება ავად და ვერც ხვდება, რომ ბაქტერია მის ორგანიზმში იყო. თუმცა, ეს ადამიანები გამოყოფენ ბაქტერიას განავლით 14დღის განმავლობაში, რაც შესაძლოა დაბინძურებული წყლის მეშვეობით ბაქტერიის გავრცელებაში გადაიზარდოს. ქოლერას უმეტესი სიმპტომატური შემთხვევები გამოიხატება როგორც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფაღარათი, რომელიც რთული გასარჩევია სხვა დროს არსებული ფაღარათისგან.
10დან მხოლოდ 1 ადამიანი ავლენს ქოლერას ტიპიურ ნიშნებსა და სიმპტომებს, უმეტესად ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
ქოლერას სიმპტომები შესაძლოა იყოს:
- დიარეა. ქოლერასთან ასოცირებული დიარეა მალე იწყება და შესაძლოა გამოიწვიოს სითხის უსწრაფესი კარგვა– 1 ლიტრი 1 საათშიც კი. დიარეულ მასას ძირითადად უფერული, რძისებრი შეხედულება აქვს, რომელიც მოგაგონებთ ბრინჯის ნარეცხ წყალს.
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება. ღებინება განსაკუთრებით ქოლერას ადრეულ სტადიაში გვხვდევა და შესაძლოა საათობით გაგრძელდეს.
- გაუწყლოება. გაუწყლოება შესაძლოა სიმპტომების დაწყებიდან რამდენიმე საათში გამოიხატოს. გააჩნია, რამდენი სითხე დაკარგა ადამიანმა, გაუწყლოება შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მძიმე. მთლიანი სხეულის წონის 10%ზე მეტი სითხის დაკარგვა მიანიშნებს მძიმე გაუწყლოებაზე.
- ქოლერას ნიშნები და სიმპტომები ასევე არის გაღიზიანებადობა, ლეთარგია, თვალების “ჩავარდნა”, პირის სიმშრალე, ძლიერი წყურვილი, მშრალი კანი, რომელიც კარგავს ელასტიურობას, შარდის არარასებობა ან მცირე რაოდენობით გამოყოფა, დაბალი წნევა, არარეგულარული გულისცემა (არითმია).
- გაუწყლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს მინერალების–ელექტროლიტების კარგვა სხეულიდან. ელექტროლიტები სითხის განაწილებას აწესრიგებენ ორგანიზმში. ქოლერას დროს ვითარდება ელექტროლიტური დისბალანსი.
- ელექტროლიტური დისბალანსი
- ელექტროლიტური დისბალანსი იწვევს მძიმე ნიშნებსა და სიმპტომებს, ესენია:
- კუნთის კრუნჩხვები. ეს გამოწვეულია ნატრიუმის, ქლორის და კალიუმის კარგვით.
- შოკი. შოკი გაუწყლოების ყველაზე საშიში გართულებაა. შოკი დგება, როცა სისხლის მოცულობის გამო იკლებს სისხლის წნევა და ჟანგბადის კონცენტრაცია ორგანიზმში. მკურნალობის გარეშე, მძიმე ჰიპოვოლემიური შოკი იწვევს სიკვდილს რამდენიმე წუთშიც კი.
ქოლერას ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში
ზოგადად, ბავშვებს იგივე სიმპტომები აქვთ, როგორიც მოზრდილებს, მაგრამ ისინი განსაკუთრებით ადვილად ავითარებენ სისხლში შაქრის დაბალ დონეს – ჰიპოგლიკემიას, სითხის კარგვის გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს:
- ცნობიერების ცვლილება
- გულყრები
- კომა
როდის მივმართოთ ექიმს
- ქოლერას რისკი ძალიან მცირეა ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში. ენდემურ რეგიონებშიც კი დაბალია ქოლერას განვითარების შანსი, თუ მიყვებით უსაფრთხოების ინსტრუქციებს. ამის მიუხედავად, ქოლერას შემთხვევები მაინც ფიქსირდება მსოფლიოში. თუ გაქვთ მძიმე დიარეა, რომელიც ასეთ რეგიონებში მოგზაურობის დროს გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს.
- თუ გაქვთ მძიმე დიარეა და ფიქრობთ, რომ ქოლერასთან შესაძლოა გქონოდათ კავშირი, მოითხოვეთ დამხარება დაუყოვნებლივ. მძიმე გაუწყლოება გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, გამომწვევი მიზეზის მიუხედავად.