ქოლესტაზი ფეხმძიმობის დროს

დაავადების აღწერა

ორსულთა ქოლესტაზი ძირითადად ფეხმძიმობის მოგვიანებით პერიოდში ხდება და იწვევს ძლიერ ქავილს, ძირითადად ხელებსა და ფეხებზე, ან სხეულის სხვა ნაწილებზეც.

ქოლესტაზი ფეხმძიმობის დროს ქმნის დიდ დისკომფორტს, მაგრამ არ უქმნის გრძელვადიან რისკს თავად ორსულს. განვითარების სტადიებზე მყოფი ემბრიონისათვის კი ქოლესტაზი საკმაოდ საშიშია. ექიმები ხშირად ადრეული მშობიარობის რეკომენდაციას იძლევიან.

ტერმინი ქოლესტაზი ნიშნავს ნაღვლის დინების შეფერხებას ნებისმიერი მიზეზით. ნაღველი მომნელებელი სითხეა, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება და ნაღვლის ბუშტში ინახება. ფეხმძიმობა ქოლესტაზის ერთ–ერთი მიზეზია. ამ მდგომარეობის სხვა სახელებია მეანური ქოლესტაზი და ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზი

გამომწვევი მიზეზი

ორსულობის დროს ქოლესტაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდოა გენეტიკური კომპონენტიც, რადგან ეს მდგომარეობა ზოგჯერ ოჯახურადაა გავრცელებული და გარკვეული გენეტიკური ვარიანტები ასოცირებულია გაზრდილ რისკთან.

ფეხმძიმობის ჰორმონები ასევე შესაძლოა თამაშობდნენ გარკვეულ როლს.ნაღველი მომნელებელი სითხეა, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება და საჭიროა ცხიმების დასაშლელად. შესაძლოა, რომ ღვიძლში ფეხმძიმობის ჰორმონების წარმოქმნის გაძლიერების გამო (მესამე ტრიმესტრში), ნაღველის ნორმალური დინება ღვიძლიდან შეფერხებულია. შედეგად, ნაღველი გროვდება ღვიძლში და შემდეგ გადადის სისხლში. ნაღვლის მჟავები გროვდება ქსოვილებში და იწვევს ქავილს.

სიმპტომები

ძლიერი ქავილი ორსულთა ქოლესტაზის ძირითადი სიმპტომია. ქალთა უმეტესობა გრძნობს ქავილის სურვილს ხელის ან ფეხის გულებზე, მაგრამ ზოგს მთელი სხეული ექავება. ქავილი ხშირად უარესდება ღამით და შესაძლოა გამოიწვიოს ძილის პრობლემებიც.

ქავილი ყველაზე ხშირად ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში ჩნდება, მაგრამ შეიძლება უფრო ადრეც გაჩნდეს. ქავილი უარესდება ფეხმძიმობის ბოლოსკენ. როცა ბავშვი გაჩნდება, ქავილი თავად გაივლის რამდენიმე დღეში.

ორსულთა ქოლესტაზის სხვა, ნაკლებად ხშირი, ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანისა და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება (სიყვითლე)
  • გულისრევის შეგრძნება
  • უმადობა



როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ თქვენს ექიმს როგორც კი იგრძნობთ ქავილის ძლიერ სურვილს.