ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება
დაავადების აღწერა
პაციენტებს, რომელთაც აქვთ ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება, ხშირად ემართებათ პნევმონია, ფილტვის ინფექციები, კანის ინფექციები, ლიმფური ჯირკვლების ინფექციები, ღვიძლის ინფექციები, საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციები და სხვ. მათ ასევე შეიძლება განუვითარდეთ თეთრი უჯრედების გროვები ინფიცირების ადგილას–გრანულომები. პაციენტების უმრავლესობა დიაგნოსტირდა ბავშვობაში, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს მოზრდილ ასაკშიც დაესვა დიაგნოზი.