ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
დაავადების აღწერა
ტერმინი “ქრონიკული” დამკვიდრებულია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია სხვა სიმსივნეებისაგან განსხვავებით უფრო ნელა ვითარდება. ტერმინი “ლიმფოციტური” დამკვიდრებულია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია აღმოცენდება სისხლის თეთრ უჯრედებში, რომლებიც იღებენ ინფექციასთან ბრძოლაში იღებენ მონაწილეობას. მათ ლიმფოციტები ეწოდებათ.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია ყველაზე ხშირად ასაკოვან პაციენტებში გვხვდება. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მკურნალობა ხელს უწყობს დაავადების გაკონტროლებას.
გამომწვევი მიზეზი
ფუნქციის დაკარგვის გარდა, ეს ლიმფოციტები ცხოვრობენ და იყოფიან მუდმივად, განსხვავებით ნორმალური ლიმფოციტებისაგან, რომლებიც განსაზღვრულ დროში კვდებიან. არანორმალური ლიმფოციტები გროვდებიან სისხლსა და ზოგიერთ ორგანოში, სადაც იწვევენ გართულებებს. მათ შესაძლოა ჩაანაცვლონ ძვლის ტვინის ნორმალური უჯრედები და ხელი შეუშალონ სიხლის უჯრედების წარმოქმნას.
ექიმები და მეცნიერები ცდილობენ მიხვედრას, თუ რა იწვევს ზუსტად ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიას.
სიმპტომები
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე ბევრ პაციენტს ადრეულ ეტაპებზე სიმპტომები არ აღენიშნებათ. თუ სიმპტომები არსებობს, ისინი შესაძლოა იყვნენ:
- გადიდებული, თუმცა უმტკივნეულო ლიმფური კვანძები
- დაღლილობა
- სიცხე
- ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა არეში, რომელის შესაძლოა გამოწვეული იყოს გადიდებული ელენთით
- ოფლიანობა ღამით
- წონაში კლება
- ხშირი ინფექციები
როდის მივმართოთ ექიმს
დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ აღნიშნავთ რაიმე სიმპტომს.