ქრონიკული ყაბზობა (კონსტიპაცია)
დაავადების აღწერა
ყაბზობა ზოგადად ნიშნავს კვირაში 3 ზე ნაკლებ დეფეკაციას.
ყაბზობა ზოგჯერ ყველა ადამიანში გვხვდება, მაგრამ ზოგიერთი ავლენს ქრონიკულ ყაბზობას, რომელიც ხელს უშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქრონიკული ყაბზობა ასევე საჭიროებს ზედმეტ ჭინთვას, იწვევს სხვა ნიშნებსა და სიმპტომებს.
ქრონიკული ყაბზობის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მიზეზი ვერ დგინდება.
გამომწვევი მიზეზი
ყაბზობა ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა განავალი ზედმეტად ნელა მოძრაობს მომნელებელ სისტემაში, რაც მას მშრალს და მაგარს ხდის. ქრონიკულ კონსტიპაციას ბევრი შესაძლო მიზეზი აქვს:
მსხვილი ან სწორი ნაწლავის ბლოკადა
ბლოკადა მსხვილ ან სწორ ნაწლავში შეანელებს ან შეაჩერებს განავლის მოძრაობას. ბლოკადის მიზეზებია:
- ანალური ნაპრალი
- ნაწლავის ობსტრუქცია
- ნაწლავის სიმსივნე
- ნაწლავის შევიწროება (სტრიქტურა)
- მუცლის სხვა სიმსივნე, რომელიც აწვება ნაწლავს
- სწორი ნაწლავის კიბო
- რექტოცელე
მსხვილი და სწორი ნაწლავის გარშემო ნერვების პრობლემები
ნეიროლოგიური პრობლემები შესაძლოა შეეხოს იმ ნერვებსაც, რომლებიც ნაწლავების კუნთებს ბრძანებას გადასცემენ შეკუმშვების შესახებ. მიზეზებია:
- აუტონომიური ნეიროპათია
- გაფანტული სკლეროზი
- პარკინსონის დაავადება
- ზურგის ტვინის დაზიანება
- ინსულტი
კუნთების პრობლემები
მენჯის კუნთები აუცილებელია განავლის გამოსაყოფად. მათი პრობლემები ასევე შეიძლება იყოს ყაბზობის მიზეზი. მაგ.:
- მენჯის კუნთების მოდუნების უუნარობა (ანიზმუსი)
- მენჯის კუნთების მოდუნებისა და შეკუმშვის კოორდინირების რღვევა (დისსინერგია)
- სუსტი მენჯის კუნთები
ჰორმონალური მდგომარეობები
ჰორმონები აბალანსებენ სითხეს ორგანიზმში. დაავადებები, რომლებიც ჰორმონების ცვლილებებს იწვევს, ასევე შესაძლოა იწვევდეს ყაბზობას. მაგ.:
- დიაბეტი
- ჰიპერაქტიური პარათიროიდული ჯირკვალი
- ორსულობა
- ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთიროიდიზმი)
სიმპტომები
ქრონიკული კონსტიპაციის ნიშნები და სიმპტომებია:
- კვირაში 3ჯერ– ზე ნაკლები დეფეკაცია
- გამაგრებული განავალი
- ზედმეტი ჭინთვა დეფეკაციისათვის
- შეგრძნება, რომ სწორ ნაწლავში რაღაც ბლოკავს განავალს
- შეგრძნება, რომ სწორი ნაწლავიდან განავალი ბოლომდე არ გადის
- ხელის მუცელზე დაჭერა, რათა განავლის გამოყოფა გაადვილდეს
- ყაბზობა შესაძლოა მივიჩნიოთ ქრონიკულად, თუ ორ ან მეტ სიმპტომს აღნიშნავთ 3 თვეზე მეტხანს.
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ აღგენიშნებათ აუხსნელი და ხშირი ცვლილებები დეფეკაციის ინტერვალებთან დაკავშირებით.