ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი

დაავადების აღწერა

ადამიანების უმრავლესობას თავის ტკივილი ზოგჯერ მაინც აწუხებს, მაგრამ თუ თავი უფრო მეტ დღეს გტკივათ, ვიდრე არ გტკივათ, შესაძლოა გქონდეთ ქრონიკული ტკივილის სინდრომი.

ქრონიკული თავის ტკივილის ხანგრძლივი და პერსისტენტული ბუნება უდიდეს დისკომფორტს უქმნის ადამიანს. ადრეული მკურნალობა და სტაბილური, გრძელვადიანი მენეჯმენტი ამსუბუქებს ტკივილის სიძლიერესა და ამცირებს მის სიხშირეს.

გამომწვევი მიზეზი

თავის ტკივილის ქრონიკული, ყოველდღიური ფორმების გამომწვევი მიზეზები ზუსტად არაა დადგენილი. ნამდვილი (პირველადი) ტკივილი არ ასოცირდება სხვა დაავადებებთან.

მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ მეორეულ თავის ტკივილს:

  • ანთება ან სხვა პრობლემები ტვინის გარშემო მდებარე სისხლძარღვებში, მაგ. ინსულტი
  • ინფექციები, როგორიცაა მენინგიტი
  • ქალაშიდა წნევის მომატება ან შემცირება
  • ტვინის სიმსივნე
  • ტვინის ტრავმა
  • მედიკამენტების ზედმეტი გამოყენებით გამოწვეული ტკივილი
  • ამ ტიპის ტკივილი ჩნდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ეპიზოდური თავის ტკივილი, ძირითადად შაკიკი ან დაძაბვა და იღებენ ზედმეტი დოზის ტკივილგამაყუჩებლებს. თუ იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს, თუნდაც ურეცეპტოს, კვირაში 2 ზე მეტჯერ (ან 9დღე თვეში) თქვენ გაქვთ ამ შექცევადი ტკივილის განვითარების რისკი.

სიმპტომები

განმარტების მიხედვით, ქრონიკული ტკივილი თვეში 15 ან მეტ დღეს აღინიშნება, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში. ნამდვილი (პირველადი) ქრონიკული ტკივილი არ არის გამოწვეული სხვა მდგომარეობით ან დაავადებით.

არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტკივილის ეპიზოდები. გრძელვადიანი ეპიზოდი გასტანს ოთხ საათზე მეტს და მიზეზი შესაძლოა იყოს:

ქრონიკული შაკიკი

  • ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილი
  • ახლადაღმოცენებული ყოველდღიური პერსისტირებადი თავის ტკივილი
  • ჰემიკრანია – ტკივილი თავის ერთ ნახევარში



ქრონიკული შაკიკი

ამ ტიპის ტკივილი ტიპიურად გვხვდება პაციენტებში, რომელთაც მანამდე ეპიზოდური შაკიკი ჰქონდათ. თვეში 8 ან მეტ დღეს არსებული ტკივილი, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში დამახასიათებელია შაკიკისათვის. სხვა სიმპტომებია:

  • ტკივილი ეხება თავის ცალ ან ორივე მხარეს
  • ტკივილს თან ახლავს პულსირებადი, მტკივნეული შეგრძნება
  • ტკივილი საშუალო ან ძლიერია
  • ტკივილს აუარესებს ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობა



ტკივილის იწვევს ერთ ამ სიმპტომს მაინც:

  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან ორივე
  • მგრძნობელობის მომატება სინათლესა და ხმაურზე



ქრონიკული დაძაბვის ტკივილი

ამ ტიპის ტკივილს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

  • ტკივილი ეხება თავის ორივე მხარეს
  • ტკივილი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა
  • ტკივილს თან ახლავს მოჭერის, ზეწოლის შეგრძნება, მაგრამ არა პულსაციის შეგრძნება
  • ტკივილი არ უარესდება ფიზიკური აქტივობის დროს
  • ზოგიერთ პაციენტში ტკივილს თან ახლავს თავის ქალის მტკივნეულობა



ახლადაღმოცენებული ყოველდღიური პერსისტირებადი თავის ტკივილი

ამ ტიპის ტკივილი უცაბედად იწყება, ძირითადად იმ ადამიანებში, რომელთაც მანამდე არ ჰქონიათ შაკიკის ან სხვა ტიპის ტკივილების ისტორია. პირველი ეპიზოდიდან ტკივილი ხანგრძლივდება 3 დღეში. მახასიათებლებია:

  • ტკივილი ეხება თავის ორივე მხარეს
  • ტკივილს თან ახლავს მოჭერის, ზეწოლის შეგრძნება, მაგრამ არა პულსაციის შეგრძნება
  • ტკივილი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა
  • ტკივილი არ უარესდება ფიზიკური აქტივობის დროს



ჰემიკრანია

ამ ტიპის ტკივილი:

  • ეხება თავის მხოლოდ ცალ მხარეს
  • ყოველდღიურია და არ ახასიათებს ტკივილისაგან თავისუფალი ეპიზოდები
  • ტკივილი საშუალო სიმძიმისაა, ახლავს გამწვავებები
  • ტკივილი მსუბუქდება ტკივილგამაყუჩებლებით–ინდომეტაცინით
  • ტკივილი ზოგჯერ მწვავდება, შაკიკის მაგვარი სიმპტომებით



დამატებით, ჰემიკრანიას ტკივილს თან ახლავს:

  • მტკივნეულ მხარეზე თვალის აცრემლება ან შეწითლება
  • ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი
  • ქუთუთოს მოდუნება ან გუგის შევიწროება
  • მოუსვენრობის შეგრძნება



როდის მივმართოთ ექიმს

თავის ტკივილის მცირე ეპიზოდები ხშირია, და უმეტესად არ საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ თავის ტკივილი კვირაში ორჯერ ან მეტჯერ
  • უმეტეს დღეებში იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს
  • გჭირდებათ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი ტკივილგამაყუჩებელი თქვენი ტკივილის შესამსუბუქებლად
  • თავის ტკივილის ტენდენციები შეიცვალა ან გაუარესდა
  • თავის ტკივილის გამო ხელი გეშლებათ ნებისმიერ აქტივობაში



მოითხოვეთ გადაუდებელი დახმარება, თუ თავის ტკივილი:

  • დაიწყო უცაბედად, ძალიან ძლიერია
  • თან ახლავს სიცხე, კისრის გაშეშება, დაბნევა, გაორებული ხედვა, სისუსტე, დაბუჟება ან მეტყველების გართულება
  • მოყვება თავის ტრავმას
  • უარესდება მოსვენების და ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიუხედავად