ქუ ცხელება

დაავადების აღწერა

ქუ ცხელება არის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია კოქსიელა ბურნეტით. ქუ ცხელება, ხშირად, თავს იჩენს როგორც მსუბუქი დაავადება გრიპისმაგვარი ნიშნებით. პაციენტების უმრავლესობას სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება. პაციენტების მცირე პროცესში, ინფექცია წლების შემდგო მისევ იჩენს თავს. განმეორებითი ინფექცია შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში და დააზინოს გული, ღვიძლი, თავის ტვინი და ფილტვები.

ქუ ცხელება ადამიანებზე ცხოველებიდან გადადის, როგორებიცაა ცხვარი, თხა და მსხვილი რქოსანი ცხოველი. ცხოველების მიერ დაბინძურებული მტვრის ნაწილაკების ჩასუნთქვის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ინფექცია. მაღალი რისკის მატარებელი სამსახურები: ფერმერობა, ვეტერინარობა, და ცხოველების კვლევა.

ქუ ცხელების მსუბუქი შემთხვევები ადვილად ქრება ანტიბიოტიკური მკურნალობით. თუმცა ინფექციის განმეორების შემდგომ აუცილებელია ანტიბიოტიკების მინიმუმ 18 თვის განმავლობაში მიღება.

გამომწვევი მიზეზი

ქუ ცხელება გამოწვეულია ბაქტერია კოქსიელა ბურნეტით, რომელიც ბინადრობს ცხვრებში, თხებსა და მსხილფეხა რქოსან ცხოველებში. ბაქტერია ასევე აავადებს შინაურ ცხოველებს, როგორიცაა კატა, ძაღლი და კურდღელი.

ცხოველები ბაქტერიებს ავრცელებენ შარდის, ფეკალიების, რძის და სამშობიარო პროდუქტებით, როგორიცაა პლაცენტა და ამნიოტური სითხე. ამ ნივტიერებების გამოშრობის შემდგომ ბაქტერია ხდება ფერმის მტვრის ნაწილი. ინფექცია ადამიანებში მტვრის ჩასუნთქვის შედეგად ფილტვების გავლით ვითარდება.

სიმპტომები

ქუ ცხელების მქონე პაციენტების უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია სიმპტომები. სიმპტომები, არსებობის შემთვხვევაში, თავს იჩენენ ბაქტერისთან კონტაქტიდან 3-30 დღის შემდგომ. სიმპტომები:

  • მაღალი ტემპერატურა (41 C გრადუსი)
  • თავის ძლიერი ტკივილი
  • დაღლილობა
  • ხველა
  • გულისრევის შეგრძნება
  • ფაღარათი
  • სინათლეზე მგრზნობელობა