ქუთუთოების ჩაბრუნება
დაავადების აღწერა
ქუთუთოების ჩაბრუნების დროს, წამწამები და კანი ეხახუნება თვალის ზედაპირს, რაც იწვევს გაღიზიანებასა და დისკომფორტს.
ქუთუთოების ჩაბრუნება შესაძლოა იყოს მუდმივი. თუმცა ზოგჯერ, მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი ძალდატანებით ხუჭავს თვალებს ან ქუთუთოებს ერთმანეთზე მჭიდროდ უჭერს. ქუთუთოების ჩაბრუნება ძირითადად მოხუცებში ვითარდება და როგორც წესი, მოიცავს ქვედა ქუთუთოს.
ხელოვნური ცრემლები და და მალამოები ძირითადად ხსნიან სიმპტომებს, თუმცა პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა მდგომარეობის გამოსასწორებლად. სამედიცინო ჩარების გარეშე, ქუთუთოების ჩაბრუნებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის რქოვანას დაზიანება, თვალის ინფექციები და მხედველობის დაკარგვა.
გამომწვევი მიზეზი
ქუთუთოების ჩაბრუნებას რანოდენიმე მიზეზი აქვს:
- კუნთების სისუსტე. ასაკის მატებასთან ერთად, თვალის ქვეშ არსებული კუნთები და მყესები დუნდება. ამ პროცესის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ქუთუთოების ჩაბრუნება.
- ნაწიბურები და ქირურგიული პროცედურები წარსულში. დამწვრობით, ტრავმით ან ქირურგიული დაზიანებით გამოწვეულმა კანის დანაწიბუროვანებამ შესასაძლოა შეცვალოს ქუთუთოს ნორმალური მრუდი და მიმართულება, რის შედეგადაც, ზოგჯერ, ბრუნდება ქუთუთო.
- თვალის ინფექცია. თვალის ინფექცია – ტრაქომა – იწვევს ქუთუთოს შიდა ნაწილის ანთებას. ინფექციის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ქუთუთოების ჩაბრუნება და სიბრმავეც კი იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა რქოვანას მნიშვნელოვანი გართულებები.
- ანთება ან ინფექცია. ქუთუთოს ინფექციისა და ანთების შედეგად შესაძლოა ჩამოყასლიბდეს მდგომარეობა, რომელსაც ქუთუთოების სპასტიური ჩაბრუნება ეწოდება.
- განვითარების გართულება. იშვიათ შემთხვევებში, ქუთუთოების ჩაბრუნება დაბადებისთანავე აღინიშნება(კონგენიტალური). ხშირად, ქუთუთოების ჩაბრუნებით გაჩენილ ბავშვებს დაბადებისას ქუთუთოს კანზე დამატებითი ნაკეცი აღენიშნებათ, რომელსაც ეპიბლეფარონი ეწოდება.
სიმპტომები
ქუთუთოების ჩაბრუნების ისმპტომები გამოწვეულია წამწამებისა და ქუთუთოს გარეთა ნაწილის ხახუნით თვალის ზედაპირზე. სიმპტომები:
- შეგრძნება, რომ თვალში რაიმე სხეულია
- თვალის თეთრი ნქაწილის სიწითლე
- თვალის გაღიზიანება ან ტკივილი
- ქარზე და სინათლეზე მგრძნობელობა
- ჭარბი ცრემლდენა
- ლორწოვანი გამონადენი და ქუთუთოზე ფუფხის გაჩენა
- დაქეითებული მხედველობა
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ გრძნობთ, რომ მუდმივად გაქვთ რაიმე თვალში, ან ამჩნევთ, რომ წამწამები ჩაბრუნებულია თვალებში, მიმართეთ ექიმს. სამედიცინო ჩარევის გარეშე, ქუთუთოების ხანგრძლივმა ჩაბურნებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის დაზიანება. აუცილებლად გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლები და დამატენიანებელი მალამოები, რათა დაიცვათ საკუთარი თვალი ექიმთან შეხვედრამდე.
თუ იცით, რომ ჩაბრუნებული გაქვთ ქუთუთოები, ფხიზლად იყავით ისეთ სიმპტომებთან დაკავშირებით, როგორიცაა: რქოვანას დაზიანება, დაწყლულება, სწრაფად მზარდი სიწითლე, ტკივილი, მგრძნობელობა სინათლეზე ან დაქვეითებული მხედველობა. თუ თქვენ აღნიშნავთ მხედველობისთვის საშიშ რომელიმე სიმპტომს, მიმართეთ ოფთალმოლოგს.