რადიაციული ავადმყოფობა (დასხივება)
დაავადების აღწერა
რადიაციული ავადმყოფობა გამოწვეულია დიდი დოზით დასხივების ეფექტით ორგანიზმზე, რომელიც ძირითადად დროის მცირე პერიოდში ვითარდება– მწვავეა. რადიაციის დოზა– აბსორბციის დოზა განაპირობებს დაზიანებების სიმძიმეს.
რადიაციული ავადმყოფობა ცნობილია მწვავე რადიაციული ავადმყოფობის, მწვავე რადიაციული სინდრომის ან რადიაციული მოწამვლის სახელებითაც. ხშირი დაბალდოზიანი დასხივება გვხვდება რენტგენის, ტომოგრაფიის დროს და არ იწვევს ავადმყოფობას.
მიუხედავად იმისა, რომ რადიაციული ავადმყოფობა მძიმე მდგომარეობაა და ზოგჯერ ფატალურიც, იგი იშვიათია. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროშიმა–ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ, რადიაციული ავადმყოფობის შემთხვევათა უმეტესობა უკავშირდება ბირთვული ინდუსტრიების ავარიებს, როგორიც იყო 1986 წლის ხანძარი ჩერნობილში ან 2011 წლის მიწისძვრა აღმოსავლეთ იაპონიაში.
გამომწვევი მიზეზი
რადიაცია ენერგიაა, რომელიც გამოთავისუფლდება ატომებიდან, როგორც ტალღა ან როგორც მცირე ზომის ნაწილაკი. რადიაციული ავადმყოფობა გამოწვეულია მაღალი დოზით დასხივებით, როგორიცაა ინდუსტრიული ავარიების დროს. მცირე დოზით დასხივების მაგალითებია რენტგენი და სხვა კვლებები, რომლებიც არ იწვევენ რადიაციულ ავადმყოფობას.
მაღალი დოზის წყაროები
მაღალი დოზის წყაროების შესაძლო ვარიანტებია:
- ავარიები ბირთვულ ინდუსტრიაში
- შეტევა ბირთვულ ინდუსტრიებზე, ომის დროს
- მცირე რადიოაქტიური აპარატის მოშლა
- რადიოაქტიური ბომბის დეტონაცია, რომელიც ასხივებს გარემოს
- ბირთვული ომი
რადიაციული ავადმყოფობა ვითარდება, როცა მაღალი დოზის რადიაციის გამო ზიანდება ან ნადგურდება გარკვეული უჯრედები ორგანიზმში. რადიაციისადმი ყველაზე სენსიტიური ქსოვილებია საჭმლის მომნელებელი სისტემა, მათ შორის კუჭიც, და სისხლის წარმომქმნელი უჯრედები– ძვლის ტვინში.
სიმპტომები
რადიაციული ავადმყოფობის ნიშნებისა და სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია რადიაციის დოზაზე. რადიაციის დოზა კი დამოკიდებულია რადიაციული ენერგიის სიმძლავრესა და ადამიანსა და რადიაციის წყაროს შორის მდებარე მანძილზე. ნიშნები და სიმპტომები ასევე რადიაციის ტიპითაც განსხვავდება, მაგალითად ტოტალური ან სხეულის ნაწილობრივი დასხივება. რადიაცია შეიძლება იყოს შინაგანი ან გარეგანი, ქსოვილი შეიძლება იყოს რეზისტენტული ან სენსიტიური რადიაციის ეფექტისადმი. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ძვლის ტვინი მაღალსენსიტიური ქსოვილებია.
მიღებული დოზა და ზემოქმედების ხანგრძლივობა
მიღებული რადიაციული დოზა ითვლება გრეის ერთეულებით. დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც დამყარებულია დასხივებაზე, მაგალითად რენტგენი, იძლევა დაბალ რადიაციას, ტიპიურად 0,1 გრეის ერთეულზე ნაკლებს. კვლევები ორგანოებზე და ქსოვილების ნაწილებზეა გათვლილი.
რადიაციული ავადმყოფობის ნიშნები და სიმპტომები ვლინდება, როცა ორგანიზმი მიიღებს მინიმუმ 1 გრეის ერთეულის ტოლ რადიაციას მაინც. 6 გრეიზე მეტი დოზა ძირითადად არსად გამოიყენება და იწვევს სიკვდილს 2 დღიდან 2 კვირამდე, ზემოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით.
თავდაპირველი ნიშნები და სიმპტომები
რადიაციის თავდაპირველი ნიშნები და სიმპტომები ძირითადად გამოიხატება გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით. დასხივებასა და სიმპტომების გაჩენას შორის არსებული დრო ასახავს დასხივების სიმძიმესა და დოზას.
პირველი ნიშნებისა და სიმპტომების შემდეგ, პაციენტს შესაძლოა უსიმპტომო პერიოდიც ჰქონდეს, როცა ავადმყოფობა არ ვლინდება, მაგრამ შემდეგ ამ პერიოდს მოსდევს მდგომარეობის გამწვავება და ახალი სიმპტომები.
ზოგადად, რაც მეტია დასხივება, მით უფრო ჩქარა და მძიმედ მიმდინარეობს რადიაციული ავადმყოფობა.
როდის მივმართოთ ექიმს
ავარია ან მოვლენა, რომელიც რადიაციას უკავშირდება და იწვევს რადიაციულ ავადმყოფობას, ექცევა ყურადღების ქვეშ. თუ ასეთი მოვლენა თქვენთან ახლოს დაფიქსირდა, ადევნეთ თვალყური ტელევიზიასა და ინტერნეტ–საშუალებებს, რათა გაიგოთ რა სიტუაციაა თქვენთან ახლოს.
თუ იცით, რომ დასხივდით, აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება.