რამსეი–ჰანტის სინდრომი

დაავადების აღწერა

რამსეი–ჰანტის სინდრომი (ჰერპეს ზოსტერის გამოვლინება ყურზე) ვითარდება, როცა ჰერპეს ზოსტერის ინფექცია ეხება სახის ნერვს, ყურთან ახლოს. მტკივნეული გამონაყარის გარდა, რამსეი–ჰანტის სინდრომის დროს ვითარდება სახის დამბლა და სმენის დაკარგვა დაზიანებულ ყურში.

რამსეი–ჰანტის სინდრომი გამოწვეულია იმავე ვირუსით, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას. როცა ჩუტყვავილა გაივლის, ვირუსი ინაქტიურ მდგომარეობაში ინახება ნერვებში. ვირუსი შესაძლოა თავიდან გააქტიურდეს. თუ ეს სახეზე მოხდა, ვითარდება რამსეი–ჰანტის სინდრომი.

ადრეუკი მკურნალობა ამცირებს გართულებების რისკს, როგორიცაა სახის კუნთების მუდმივი სისუსტე ან სმენის მუდმივი დაკარგვა.

გამომწვევი მიზეზი

რამსეი–ჰანტის სინდრომი გვხვდება ადამიანებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ჩუტყვავილა. მას შემდეგ, რაც ჩუტყვავილა გაივლის, ვირუსი არააქტიურ მდგომარეობაში ინახება ნერვებში. ზოგჯერ, ვირუსი რეაქტივირდება წლების შემდეგ და იწვევს გამონაყარს.

რამსეი–ჰანტის სინდრომი ჰერპეს–ზოსტერის ნაირსახეობაა, რომელიც აზიანებს სახის ნერვს, ყურთან ახლოს. რამსეი–ჰანტის სინდრომი ტიპიურად ასევე იწვევს სახის ცალმხრივ პარალიზს და სმენის დაქვეითებას.

სიმპტომები

რამსეი–ჰანტის სინდრომის ორი მთავარი ნიშანია:

  • მტკივნეული, წითელი გამონაყარი, სითხით სავსე ბუშტუკებით, ყურის გარშემო და შიგნით
  • სახის სისუსტე ან პარალიზი დაზიანებული ყურის მხარეს



ხშირად, გამონაყარი და სახის პარალიზი ერთდროულად ვითარდება. ზოგიერთ შემთხვევაში, გამონაყარი წინ უსწრებს პარალიზს ან ჯერ პარალიზი ვითარდება, შემდეგ კი გამონაყარი. ზოგჯერ, გამონაყარი არ ვლინდება.

თუ გაქვთ რამსეი–ჰანტის სინდრომი, შეიძლება გამოვლინდეს:

  • ყურის ტკივილი
  • სმენის დაქვეითება
  • შუილი ყურში–ტინიტუსი
  • ერთი თვალის დახუჭვის გაძნელება
  • ვერტიგო– ძლიერი თავბრუსხვევა
  • გემოს აღქმის ცვლილება ან ამ უნარის დაქვეითება



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გაქვთ სახის პარალიზი ან გამონაყარი სახეზე. მკურნალობა, რომელიც მდგომარეობის დაწყებიდან 7 დღეში იწყება, გეხმარებათ სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.