რექტოვაგინალური ფისტულა

დაავადების აღწერა

რექტოვაგინალური ფისტულა წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის – სწორი ნაწლავის არანორმალურ კავშირს ვაგინასთან. ნაწლავის შეგთავსი შეიძლება გაიჟონოს ფისტულაში, რის შედეგადაც, ზოგჯერ, განავალი ან გაზი ვაგინიდან გამოდის.

რექტოვაგინალური ფისტულა შესაზლოა განვითარდეს მშობიარობის შედეგად მიღებული ტრავმისგან, კრონის დაავადებით ან ნაწლავის ანთებითი სხვა დაავადების შედეგად, სხივური თერაპიის დროს ან კიბოს არსებობის შემთხვევაში მენჯის არეში. მდგომარეობა ზოგჯერ ყალიბდება მენჯის არეში ქირურგიული ოპერაციის შემდგომ.

რექტოვაგინალური ფისტულის სიმტპომები, ძირითადად, იწვევენ როგორც ემოციურ წუხილს, ასევე ფიზიკურ დისკომფორტს, რომელიც შესაზლოა მოქმედებდეს ადამიანის თვითშეფასებასა და პირად ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემაზე ლაპარაკი ექიმთან შესაძლოა უხერხულად ჟღერდეს, აუცილებელია დაავადების სამკურნალოდ სამედიცინო დახმარების გაწევა. რექტოვაგინალური ფისტულა, ზოგიერთ შემთხვევაში, თავისით იხურება. თუმცა, როგორც წესი, დაზიანების აღსაღდგენად ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

გამომწვევი მიზეზი

რექტოვაგინალური ფისტულის მიზეზები:

  • დაზიანებები მშობიარობის დროს. ბავშვის გაჩენის დროს არსებული ტრავმული დაზიანებები წარმოადგენენ ფისტულის ყველაზე ხშირ მიზეზს. ასეთი დაზიანებებია გახევა პერინეუმის არეში, რომელიც ვრცელდება ნაწლავებამდე, ინფექცია ან გახევა ეპიზიოტომიის დროს. ეპიზიოტომია წეარმოადგენს პერინეუმის ქირურგიულ გაკვეთას მშობიარობის დროს. ასეთი პროცედურა საჭირო ხდება ხანგრძლივი, რთული მშობიარობის დროს. მშობიარობისას განვითარებული ფისტულა, ზოგჯერ, ანალურ სფინქტერსაც აზიანებს. ანალური სფინქტერი წარმოადგენს კუნთოვან რგოლებს სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილში. ეს კუნთოვანი რგოლები იკავებენ განავალს.
  • კრონის დაავადება. რექტოვაგინალური ფისტულის სიხშირით მეორე გამომწვევი მიზეზია კრონის დაავადება/ კრონის დაავადება წარმოადგენს ნაწლავის ანთებითი დაავადებების ერთ-ერთ ფორმას, რომლის დროსაც მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსის ანთება. კრონის დაავადების მქონე ქალების უმრავლესობაში რექტოვაგინალუირი ფისტულა არ ვითარდება, თუმცა დაავადება ფისტულის განვითარების რისკს ზრდის.
  • კიბო ან სხივური თერაპია მენჯის არეში. ავთვისებიანი სიმსივნე სწორ ნაწლავში, საშვილოსნოს ყელში, საშვილოსნოში ან ანალურ ხვრელში, ზოგჯერ, იწვევს რექტოვაგინალურ ფისტულას. კიბოს სამკურნალოდ ჩატარებული სხივური თერაპია ამ არეებში ასევე ზრდის ფისტულის განვითარების რისკს. სხივური თერაპიით განპირობებული ფისტულა, როგორც წესი, მკურნალობიდან 2 წლის შემდგო მყალიბდება.
  • ქირურგიული ჩარევა ვაგინის, პერინეუმის, სწორი ნაწლავისა და ანუსის არეში. მცირე მენჯის ღრუში გადატანილი ქირურგიული ოპერაციები, როგორიცაა საშვილოსნოს ამოკვეთა(ჰისტერექტომია), იშვიათ შემთხვევებში, იწვევენ ფისტულის გაჩენას.
  • სხვა მიზეზები. იშვიათად, რექტოვაგინალურ ფისტულას იწვევენ ანუსის ან სწორი ნაწლავის ინფექციები; ნაწლავის კედლის მცირე ზომის, გამოზნექილი ნაწილების ანთება (დივერტიკულიტი); კოლინჯისა და სწორი ნაწლავის ხანგრძლივი ანთება (წყლულოვანი კოლიტი) ; ვაგინალური დაზიანება, რომელიც არ არის მშობიარობით გამოწვეული.

სიმპტომები

ფისტულის ზომისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს განავლის შეკავებისა და ჰიგიენური მსუბუქი ან მძიმე პრობლემები. რექტოვაგინალური ფისტულის სიმპტომები:

  • გაზების, განავლის ან ჩირქის გამოსვლა ვაგინიდან
  • უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი ვაგინიდან
  • ვაგინის ან საშარდე გზების განმეორებითი ინფექციები
  • გაღიზიანებადობა და ტკივილი ვულვის, ვაგინის, ანუსსა და ვაგინას შორის არსებულ არეებში(პერინეუმი).
  • ტკივილი სექსის დროს



როდის მივმართოთ ექიმს

დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან რექტოვაგინალური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. ფისტულა შესაძლებელია იყოს სერიოზული პრობლემის პირველი ნიშანი. ასეთი პრობლემა შესაძლებელია იყოს ჩირქით სავსე ინფექციის არე (აბსცესი) ან კიბო. აუცილებელია, რომ ექიმმა დაადგინოს ფისტულის მიზეზი და გადაწყვიტოს, ღირს თუ არა მისი აღდგენა. მიზეზის მიხედვით, ექიმი გადაგამისამართებთ კოლორექტალურ ან გინეკოლოგ ქირურგთან.