რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი

დაავადების აღწერა

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი იწვევს სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციებს. ის იმდენად ხშირია, რომ თითქმის ყველა ბავშვში გვხვდება 2 წლამდე. ვირუსი ზრდასრულებშიც გვხვდება.

მოზრდილებში და უფროსი ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიალური ინფექციის სიმპტომები მსუბუქია და წაგავს ზოგადი გაციების გამოვლინებებს. დისკომფორტის მოსახსნელად სახლის პირობებში მიღებული ზომები, როგორც წესი, საკმარისია.

ვირუსით ინფექცია, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მძიმედ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ნაადრევად გაჩენილ ბავშვებში და ახალშობილებში, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ. ვირუსმა შესაძლოა სერიოზული ავადმყოფობა გამოიწვიოს მოხუცებში და გულისა და ფილტვის დაავადების მქონე ზრდასრულებში. ინფექცია ასევე რთულად მიმდინარეობს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

გამომწვევი მიზეზი

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი ორგანიზმში აღწევს თვალების, ცხვირისა და პირის ღრუს საშუალებით. ვირუსი ადვილად ვრცელდება სასუნთქი გზების ინფიცირებული სეკრეციებით. მაგალითად, დაავადებული ადამიანის დაცემინების ან დახველების შედეგად ჩასუნთქული ინფიცირებული წვეთები იწვევენ ინფექციის განვითარებას. ვირუსი ასევე გადადის პირდაპირი კონტაქტით, მაგალითად ხელის ჩამორთმევის დროს.

საგნებზე და ნივთებზე მოხვედრილ ვირუსს რამოდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია იცოცხლის. დაბინძურებულ ნივთზე ხელის მოკიდების შემდგომ ცხვირში, პირში ან თვალებზე ხელის მოკიდება იწვევს ინფექციის განვითარებას.

ინფიცირებული ადამიანი ყველაზე მეტად გადმდებია ინფექციიდან პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ვირუსის გავრცელება დაავადების დაწყებიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

სიმპტომები

რესპირატორულ-სინციტუალური ვირუსის სიმპტომები ვირუსთან კონტაქტის შემდგომ, ძირითადად, 4-6 დღეში ვითარდება. მოზრდილებში და უფროსი ასაკის ბავშვებში ინფექცია მსუბუქ, გაციების მაგვარ სიმპტომებს იწვევს:

  • ცხვირის დახშობა ან ხშირი თხევადი გამონადენი
  • მშრალი ხველა
  • ტემპერატურის ოდნავი მატება
  • ყელის ტკივილი
  • თავის მსუბუქი ტკივილი



მძიმე შემთხვევებში

რესპირატორულ-სინციტიალურმა ვირუსმა შესაძლოა გამოიწვოს ქვედა სასუნთქი გზების მძიმე ავადმყოფობები, როგორიცაა პნევმონია და ბრონქიოლიტი – ფილტვებში არსებული მცირე ზომის სასუნთქი გზების ანთება. სიმპტომები:

  • სიცხე
  • ძლიერი ხველა
  • ხიხინი – მაღალი ტონალობის ხმა, რომელიც ისმინება ამოსუნთქვის დროს.
  • სწრაფი ან გაძნელებული სუნთქვა. ამ დროს ბავშვს ურჩევნია მჯდომარე პოზიციაში ყოფნა, რადგან სიმპტომი უარესდება მწოლიარე მდგომარეობაში
  • ჟანგბადის ნაკლებობის გამო კანზე ლურჯი შეფერილობა(ციანოზი)



ახალშობილებში ვირუსი ყველაზე მძიმე პრობლემებს იწვევს. ისინი ხელს იკედებენ მკერდის კუნთებისა და ნეკნებს შორის არსებული კანის არეში, რითიც მიუთითებენ გაძნელებულ სუნთქვაზე. მათი სუნთქვა შესაძლოა იყოს მოკლე, ზედაპირული და გახშირებული. ხანდახან აღინიშნება ხველაც. ისინი, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ არ აჩვენებენ სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომებს, თუმცა იკვებებიან ცუდად და ახასიათებთ უჩვეულო ძილიანობა და გაღიზიანებადობა.

ბავშვებისა და ზრდასრულების უმრავლესობა ავადმყოფობას 1-2 კვირის განმავლობაში უმკლავდება. თუმცა ახალშობილებში, ნაადრევად დაბადებულებში და ფილტვის ან გულის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ვირუსი შესაძლოა აღმოჩნდეს უფრო მძიმე გართულებების მიზეზი. მდგომარეობა რიგ შემთხვევებსი სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

როდის მივმართოთ ექიმს

რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით ინფექციის უმეტესი შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ სუნთვის გაძნელება, მაღალი სიცხე, კანის ლურჯი შეფერილობა განსაკუთრებით ტუჩებისა და ფრჩხილების ბუდეების არეში.