რევმატოიდული ართრიტი

დაავადების აღწერა

რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკულიო ანთებითი დაავადება, რომელიც, როგორც წესი, მოქმედებს ხელის მტევნებისა და ტერფების მცირე ზომის სახსრებზე. ოსტეოართრიტისგან განსხვავებით, რევმატოიდული ართრიტი აზიანებს სახსრების ამყოლ ზედაპირს და იწვევს მტკივნეულ შესიებას, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლოა განაპირობოს ძვლის ეროზია და სახსრის დეფორმაცია.

რევმატოიდული ართრიტი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარ ქსოვილებს. სახსრების პრობლემებთან ერთად, რევმატოიდული ართრიტი, ზოგჯერ, აზიანებს სხეულის სხვა ორგანოებსაც, როგორიცაა კანი, თვალები, ფილტვები და სისხლძარღვები.

მიუხედავად იმისა, რომ რევმატოიდული ართრიტი ნებისმიერ ასაკში გვხვდება, იგი ძირითადად წარმოდგენილია 40 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. დაავადება გაცილებით ხშირია ქალებში.

მკურნალობა მოიცავს სიმპტომების კონტროლს და სახსრების დამატებითი დაზიანებებისგან თავის არიდებას.

გამომწვევი მიზეზი

რევმატოიდული ართრიტი ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ებრძვის სინოვიუმს – სახსრების გარშემო არსებული მემბრანების ამომფენი გარსი.

ანთება იწვევს სინოვიუმის შესქელებას, რაც განაპირობებს სახსრებში ძვლებისა და ხრტილის განადგურებას.

სახსრის დამჭერი მყესები და იოგები სუსტდება და იწელება. თანდათანობით, სახსარი კარგავს ფორმასა და განლაგებას.

მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის შესახებ ექიმებმა არ იციან, თუმცა მიჩნეულია, რომ დაავადების განვითარებაში ჩართულია გენეტიკური კომპონენტი. მიუხედავად იმისა, რომ გენები პირდაპირ არ იწვევენ დაავადებას, მათ შეუძლიათ ადამიანი მიდრეკილი გახადონ კონკრეტული გარემო ფაქტორებისადმი, რომლებიც იწვევენ რევმატოიდულ ართრიტს, მაგალითად:ზოგიერთი ვირუსით ან ბაქტერიით ინფექცია.

სიმპტომები

რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები:

  • მტკივნეული, თბილი და შესიებული სახსრები
  • დილის დაჭიმულობა, რომელიც რამოდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება
  • მკლავებზე კანქვეშ არსებული გამაგრებული ამობურცულობები (რევმატოიდული კვანძები)
  • დაღლილობა, სიცხე და წონაში კლება



რევმატოიდული ართრიტი, ადრეულ ეტაპებზე, აზიანებს მცირე ზომის სახსრებს, განსაკუთრებით ხელის თითების მტევნებთან და ფგეხის თითების ტერფებთან დამაკავშირებელ სახსრებს.

დაავადების მსვლელობასთან ერთად, სიმპტომები ვრცელდება მაჯებზე, მუხლებზე, კოჭებზე, იდაყვებზე, ბარძაყებსა და მხრებზე. უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები წარმოდგენილია ერთსა და იმავე სახსრებზე სხეულის როვიე მხარეს.

რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა იყოს განსხვავებული სიმძიმის და ახასიათებდეს ხანგამოშვებითობა. დაავადების მკვეთრი გააქტიურება და რემისია პათოლოგიის დროს ანაცვლებენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში, რევმატოიდული ართრიტი იწვევს სახსრების დეფორმაციას და მათი დავდაპირველი პოზიციიდან ამოვარდნას.

როდის მივმართოთ ექიმს

სახსრების მუდმივი დისკომფორტისა და შესიების შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.