რუმინაციის (მრავალჯერადი დაღეჭვა) სინდრომი

დაავადების აღწერა

რუმინაციის სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი განმეორებით და უნებლიედ იღებს მოუნელებელ საკვებს კუჭიდან პირის ღრუში, შემდეგ ხელახლა ღეჭავს მას და შემდგომ ისევ ყლაპავს ან აფურთხებს. რუმინაცია არის რეფლექსი და არა ცნობიერი გადაწყვეტილება. რუმინაციის სინდრომი შესაძლოა მიმდინარეობდეს დიაგნოზის გარეშე, რადგან დაავადება ხშირად ერევათ სხვა მდგომარეობებში.

სინდრომის შესახებ

დაავადების მქონე ადამიანები უნებლიედ, განმეორებით იღებენ კუჭიდან მოუნელებელ საკვებს პირის ღრუში. შემდგომ საკვებს სრულად ან ნაწილობრივ ღეჭვან და ხელახლა ყლაპავენ ან აფურთხებენ. ამოღებული საკვები არა რის მონელებული, ამიტომ პაციენტები ვერ გრძნობენ რაიმე განსხვავებულ გემოს.

რუმინაციის სინდრომი ხშირად ერევათ ნევროზულ ბულემიაში, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადებასა და გასტროპარეზში. უწინ ფიქრობდნენ, რომ მდგომარეობა წარმოდგენილ იყო ახალშობილებსა და უნარშეზღუდულ ადამიანებში. თუმცა სინდრომი ასევე გვხვდება ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში.

დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია. რუმინაცია შესაძლოა იყოს არაცნობიერი გულძმარვის რეფლექსი. სამედიცინო ჩარევის გარეშე რუმინაციის სინდრომი აზიანებს საყლაპავს.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები