საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნეები.
დაავადების აღწერა
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნეები ძირითადად გვხვდება კუჭში ან წვრილი ნაწლავების ზედა ნაწილში. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნეები აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს საყლაპავში, მსხვილ ნაწლავში ან ანუსში. იგი ძირითადად გვხვდება საშუალო ასაკის ან ხანში შესულ პირებში. ეს სიმსივნეები იწყება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის იმ უჯრედებში, რომლებიც აწვდიან შეკუმშვის სიგნალს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ეს შეკუმშვები გვეხმარება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვებისა და სითხეების გატანაში.