საცრემლე არხის დახშობა
დაავადების აღწერა
საცრემლე არხის დახშობა ხშირია ახალშობილებში, თუმცა მათი მდგომარეობა ძირითადად პირველივე წელს უმჯობესდება სამედიცინო ჩარეივს გარეშე. მოზრდილებში, არხის დახშობა შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ინფექციამ ან სიმსივნემ.
საცრემლე არხის დახშობა თითქმის ყოველთვის ემორჩილება მკურნალობას. მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის მიზეზსა და თქვენ ასაკზე.
გამომწვევი მიზეზი
ცრემლების წარმოქმნა ხდება საცრემლე ჯირკვლებში. ეს ჯირკვლები თითოეული თვალის ზედა ქუთუთოში მდებარეობს. ნორმაში, ცრემლები საცრემლე ჯირკვლიდან თვალის ზედაპირზე გადმოდის. ცრემლები იწოვება წვრილ ხვრელებში, რომლებიც მოთავსებულია ზედა და ქვედა ქუთუთოების მიერ შექმნილ კუთხესთან.
თქვენს ქუთუთოებში მოთავსებულ სადინრებს(კანალიკულებს) ცრემლი გადააქვთ საცრემლე პარკებში, რომელიც მოთავსებულია ქუთუთოების ცხვირთან მიმაგრების ადგილას. საცრემლე პარკიდან, ცრემლები მიედინებიან არხში (ნასოლაკრიმალური არხი), რის შედეგადაც გამოთავისუფლდებიან ცხვირის ღრუში. ცხვირის ღრუში მოხვედრილი ცრემლები უკან შეიწოვება.
დახშობა წვრილი ხვრელიდან ცხვრის ღრუს ჩათვლით ცრემლის სადრენაჟე სისტემის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხდეს. ამ დროს ცრემლები არ იწოვება ნორმალურად და შედეგად თვალები მუდმივად ცრემლიან მდგომარეობაშია, რაც ზრდის თვალის ანთბისა და ინფექციების რისკს.
საცრემლე სადინარის დახშობა ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ეს მდგომარეობა შესაძლოა დაბადებისთანავე შეგხვდეს. მიზეზები:
- თანდაყოლილი დახშობა. ბევრი ახალშობილი იბადება დახშული საცრემლე სადინარით. ცრემლის სადრენაჟე სისტემა შესაძლოა არ იყოს ბოლომდე ჩამოყალიბებული ან იყოს პათოლოგიური აგებულების. ზოგიერთ შემთხვევაში, ნასოლაკრიმალური არხის სადინარის ბოლოს, იქ საიდანაც ცრემლი გადადის ცხვირის ღრუში, ნარჩენის სახით გვხვდება თხელი ქსოვილოვანი მემბრანა, შედეგად ახალშობილი საცრემლე არხის თანდაყოლილი დახშობით იბადება. დახშობილი არხი ახალშობილებში, ძირითადად, სიცოცხლის პირველ ან მორე თვეში თვითონ თავისუფლდება.
- ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. ასაკის მატებასთან ერთად, ქუთუთოების კუთხესთან (ცხვირის მხარეს) არსებული სადინარები შეიძლება შევიწროვდეს, რაც იწვევს ცრემლის დინების შეზღუდვას ცხვირის მიმართულებით, რის შედეგად პაციენტს ჭარბი ცრემლდენა აღენიშნება. ზოგჯერ ეს სადინარები სრულად არის დახშობილი.
- თვლის ინფექცეიბი ან ანთება. თვალის, ცრემლის სადრენაჟე სისტემის, ან ცხვირის ღრუს ქრონიკული ანთბა და ინფექციები ზოგჯერ საცრემლე არხის დახშობას იწვევს.
- სახის ტრავმული დაზიანებები. სახის ტრავმულმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სადრენაჟე სისტემასთან არსებული ძვლის დეფორმაცია, რაც ცრემლის არხებში ნორმალური დინების შეზღუდვას იწვევს.
- სიმსივნე. ცხვირის ღრუს, სინუსების ან საცრემლე პარკის სიმსივნე შეიძლება აღმოცენდეს სადრენაჟე სისტემის გაყოლებაზე. სიმსივნის ზრდასთან ერთად თავს იჩენს საცრემლე არხის თანდათანობითი დახშობა.
- ტოპიკური მედიკამენტები. იშვიათ შემთხვევებში, გლაუკომის ან რაიმე სხვა პათოლოგიის სამკურნალოდ გამოყენებული ტოპიკური საშუალებები იწვევენ საცრემლე არხის დახშობას.
- კიბოს სამკურნალო საშუალებები. საცრემლე არხის დახშობა შესაძლოა ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის გვერდითი მოვლენს სახით შეგვხვდეს.
სიმპტომები
სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს დახშობილი საცრემლე არხით ან მის შედეგად გაჩენილი ინფექციით:
- ჭარბი ცრემლდენა
- თვალის განმეორებითი ანთებ(კონიუნქტივიტი)
- თვალის განმეორებითი ინფექციები
- მტკივნეული შეშუპება თვალის წვეროებთან.
- ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი ქუთუთოდან ან თვალის ზედაპირიდან
- გაბუნდოვანებული მხედველობის არე
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენი თვალები მუდმივად არის ცრემლიანი, გაღიზიანებული ან ხშირად გაქვთ მათი ინფექცია, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან. ზოგჯერ, საცრემლე არხის დახშობას იწვევს სიმსივნე, რომელიც აწვება ცრემლის სადრენაჟე სისტემას. სიმსივნის სწრაფი აღმოჩენა ოპტიმალური მკურნალობის შანსს იძლევა.