საძილე არტერიის დაავადება

დაავადების აღწერა

საძილე არტერიის დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ცხიმოვანი ნადები(ფოლაქი) ავიწროებს სისხლძარღვებს, რომლის საშუალებითაც სისხლი თავის ტვინს მიეწოდება. არტერიის დახშობა ზრდის ინსულტის რისკს. ინსულტი გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც სიხლის მიწოდება თავის ტვინის მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირებული ან შეწყვეტილია.

ინსულტი იწვევს თავის ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას. რამოდენიმე წუთის შემდეგ ტვინის უჯრედები იწყებენ კვდომას. ინსულტი სიკვდილიანობის სიხშირით მეოთხეა, ხოლო მუდმივად უუნაროდ დარჩენის მხრივ კი პირველი.

საძილე არტერიის დაავადება ნელ-ნელა ვითარდება. მდგომარეობის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა. გარდამავალი იშემიური შეტევა არის თავის ტვინის მიმართულებით მოძრავი სისხლის დროებითი შემცირება.

საძილე არტერიის დაავადების მკურნალობა მოიცავს ცხოვრების სტილის ცვლილებას, მედიკამენტებს და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას.

გამომწვევი მიზეზი

საძილე არტერიის დაავადება გამოწვეულია ფოლაქების ჩამოყალიბებით იმ სისხლძარღვებსი, რომლის საშუალებითაც სისხლი მიეწოდება თავის ტვინს. ფოლაქები წარმოადგენენ ქოლესტეროლის, კალციუმის, ფიბროზული ქსოვილისა და სხვა უჯრედოვანი ნარჩენების გროვებს, რომლებიც თავს იყრიან არტერიის მიკროსკოპული ზომის დაზიანების ადგილას. ამ პროცესს ათეროსკლეროზი ეწოდება.

ფოლაქების მიერ დაზიანებული საძილე არტერია არის მოუქნელი და შევიწროებული. შევიწროებული საძილე არტერიების გამო თავის ტვინსა და მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრუქტურებს, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებენ, არ მიეწოდება სათანადო რაოდენობით ჟანგბადი და სხვა საკვები პროდუქტები.

სიმპტომები

ადრეულ ეტაპებზე, საძილე არტერიის დაავადება ასიმპტომატურად მიმდინარეობს. მდგომარეობა შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად იქამდე, სანამ ჟანგბადის ნაკლებობა იმდენად მცირე იქნება, რომ გამოიწვევს ინსულტს ან გარდამავალ იშემიურ შეტევას

ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის სიმპტომები:

  • უცაბედი მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე სახის ან კიდურების არეში, რომელიც ძირითადად სხეულის ცალ მხარეს გვხვდება
  • უცაბედად გაძნელებული ლაპარაკი ან სხვათა ნაუბარის მიხვედრის შეზღუდვა
  • მხედველობის უცაბედად გართულება ცალ ან ორივე თვალში
  • უცაბედი თავბრუსხვევა ან წონასწორობის კარგვა
  • უცაბედი, ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება რაიმე სხვა მიზეზს.



როდის მივმართოთ ექიმს

  • მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ აღნიშნავთ ინსულტის რაიმე სიმპტომს. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ სიმპტომი ცოტა ხანს გაგრძელდა და თქვენ თავს ამჟამად ნორმალურად გრძნობთ. თქვენ შესაძლოა გადაიტანეთ გარდამავალი იშემიური შეტევა, მნიშვნელოვბანი ნიშანი იმისა, რომ თვენ ინსულტის რისკის ქვეშ ხართ
  • მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ საძილე არტერიის დაავადებასთან დაკავშირებული რისკ ფაქტორები. სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა მაინც დაგინიშნოთ აგრესიული მკურნალობა ინსულტის გამომწვევი რისკ ფაქტორების მოსახსნელად. ექიმის დროული ნახვა ზრდის საძილე არტერიის დაავადების ადრეული დიაგნოსტირების შანსსა და მის მკურნალობას ინსულტის განვითარებამდე.