საერთო არტერიული ღერო
დაავადების აღწერა
საერთო არტერიული ღერო არის გულის იშვიათი თანდაყოლილი მანკი. საერთო არტერიული ღეროს არსებობს ნიშნავს, რომ გულიდან გამოდის ერთი დიდი სისხლძარღვი. ნორმაში, გულიდან ორი სისხლძარღვი გამოდის.
ამ დროს აგრეთვე ვითარდება გულის ქვედა ორ საკანს (პარკუჭები) შორის არსებული ძგიდის დეფექტი. საერთო არტერიული ღეროს გამო ერთმანეთს ერევა ჟანგბადით ღარიბი სისხლი, რომელიც ფილტვებში უნდა წავიდეს და ჟანგბადის მდიდარი სისხლი, რომელიც სხეულის დანარჩენ ნაწილებში უნდა წავიდეს. ეს ქმნის სისხლის მიმოქცევის სერიოზულ პრობლემებს.
მკურნალობის გარეშე საერთო არტერიული ღერო სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემებს ქმნის. მკურნალობა ოპერაციულიულად მიმდინარეობს. იგი როგორც წესი წარმატებულია, განსაკუთრებით თუ 2 თვის ასაკამდე ჩატარდება.
გამომწვევი მიზეზი
საერთო არტერიული ღერო ვითარდება ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში. შესაბამისად, იგი თანდაყოლილი მანკია. შემთხვევათა უმეტესობაში მიზეზი უცნობია. საერთო არტერიული ღეროს დეფექტების უკეთესად გასაგებად გავეცნოთ გულის სტრუქტურას და ფუნქციას.
გული
გული შედგება ოთხი საკნისგან. საკნებს შორის არის სარქვლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის ერთი მიმართულებით დინებას.
გულის საკნებია:
- მარჯვენა წინაგული, რომელიც სხეულიდან იღებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს და გადასცემს მას მარჯვენა პარკუჭს.
- მარჯვენა პარკუჭი, რომელიც ფილტვის არტერიის გავლით დატუმბავს ჟანგბადით ღარიბ სისხლს ფილტვებში, სადაც ხდება მისი ჟანგბადით გაჟღენთვა.
- მარცხენა წინაგული, რომელიც იღებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს ფილტვებიდან და გადასცემს მას მარცხენა პარკუჭს.
- მარცხენა პარკუჭი, რომელიც აორტის გავლით ტუმბავს სისხლს სხეულის დანარჩენ ნაწილებში.
გულის ნორმალური განვითარება
ნაყოფის გულის განვითარება რთული პროცესია. რაღაც გარკვეულ მომენტში ყველა ნაყოფს აქვს საერთო არტერიული ღერო. ნორმაში ეს ღერო ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი ხდება აორტა, რომელიც მარცხენა პარკუჭს უმაგრდება, მეორე ნაწილი კი ფილტვის არტერია ხდება და მარჯვენა პარკუჭს უმაგრდება. ამ პროცესის დროს პარკუჭები იყოფა ორ ნაწილად, მათ შორის კი ძგიდე წარმოიქმნება.
საერთო არტერიული ღერო ახალშობილებში
საერთო არტერიული ღეროს მქონე ბავშვებში, საერთო არტერიული ღერო ორ ნაწილად არ გაყოფილა, პარკუჭებს შორის კი ძგიდე არ წარმოქმნილა, რის გამოც მათ შორის დარჩა დიდი ხვრელი (პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი).
საერთო არტერიული ღეროს დროს აგრეთვე დაზიანებულია ღეროს სარქველი, რომლის გამოც სისხლი უკან ბრუნდება გულში.
სიმპტომები
საერთო არტერიული ღეროს ნიშნები და სიმპტომები სიცოცხლის პირველ კვირებში ჩნდება. ესენია:
- კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი)
- ცუდი კვება
- ძილიანობა
- ზრდის შენელება
- სუნთქვის უკმარისობა (დისპნეა)
- სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია)
- არარეგულარული გულისცემა (არითმია)
- ჭარბი ოფლიანობა (დიაფორეზი)
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს აქვს შემდეგი პრობლემებიდან რომელიმე:
- კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი)
- ცუდი კვება
- წონაში სუსტი მატება
- ძილიანობა
- ჭარბი ოფლიანობა (დიაფორეზი)
საერთო არტერიული ღეროს ზოგიერთი ნიშანი შეიძლება სასწრაფო დახმარების საჭიროებაზე მიუთითებდეს. დარეკეთ სასწრაფოში თჲ ბავშვს აქვს შემდეგი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე:
- სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა
- ციანოზის გაუარესება
- გონების დაკარგვა