საფეთქელი-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები

დაავადების აღწერა

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი აკავშირებს ქვედა ყბას თავის ქალასთან. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები იწვევენ ქვედა ყბის და ყბის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთების ტკივილს.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიის მიზეზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება. ტკივილი შეიძლება რამდენიმე პრობლემის კომბინაციით იყოს გამოწვეული, მაგალითად ართრიტით და ყბის ტრავმით. ზოგჯერ ყბის ტკივილი დაკავშირებულია კბილების ერთმანეთზე ხახუნთან, თუმცა ყველას, ვინც კბილებს ერთმანეთზე ახახუნებს არ უვითარდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგია.

უმეტეს შემთხვევაში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიასთან დაკავშირებული ტკივილის შემსუბუქება თვითმკურნალობით და არაქირირგიული მეთოდებით შეიძლება. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მწვავე პათოლოგიების გამოსწორებას შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს.

გამომწვევი მიზეზი

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ეხმარება ძვლებს სრიალში. ძვლების დაკავშირების ადგილას არის ხრტილი და პატარა დისკი, რის გამოც მოძრაობა გლუვია.

მტკივნეული საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგი შეიძლება განვითარდეს თუ:

  • დისკი გაიცვითება ან ადგილიდან ამოვარდება
  • სახსრის ხრტილი დაზიანდება ართრიტის გამო
  • სახსარი დაზიანდება დარტყმის შედეგად



ზოგიერთ შემთხვევაში, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიის მიზეზი უცნობია.

სიმპტომები

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ყბის ტკივილი ან მგრძნობელობის მომატება
  • ტკივილი ყურის შიგნით ან გარშემო
  • ყლაპვის გაძნელება ან დისკომფორტი ყლაპვისას
  • სახის ტკივილი
  • ყბის გაჭედვა, რაც აძნელებს პირის გაღებას და დაკეტვას



საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები აგრეთვე იწვევენ ტკაცუნის ხმას პირის გაღებისას და ღეჭვისას. თუ არ გაქვთ ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა, დიდი ალბათობით არ გჭირდებათ მკურნალობა.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ხანგრძლივი ყბის ტკივილი და მგრძნობელობის მომატება ან თუ ბოლომდე ვერ აღებთ და ხურავთ ყბას. თქვენი ექიმი ან სტომატოლოგი გირჩევთ მკურნალობის მეთოდს.