საფეთქლის წილის ეპილეფსია

დაავადების აღწერა

საფეთქლის წილის ეპილეფსია ტვინის საფეთქლის წილებში აღმოცენდება, რომლებიც განაგებენ ემოციებს და მოკლე-ვადიან მეხსიერებას. საფეთქლის წილის ეპილეფსიის სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ ფუნქციებთან, მაგალითად უცნაური შეგრძნებებების განვითარება (ეიფორია, დეჟავუ ან შიში)

საფეთქლის წილის ეპილეფსიის დროს შეიძლება გრძნობდეთ რა ხდება. უფრო ძლიერი გულყრის დროს შეიძლება გონება დაკარგოთ. თქვენი ტუჩები და ხელები შეიძლება ერთი და იგივე უაზრო მოძრაობებს ასრულებდნენ.

საფეთქლის წილის ეპილეფსია შეიძლება გამოიწვიოს საფეთქლის წილის ანატომიურმა დეფექტმა ან დაზიანებამ, თუმცა მიზეზი ხშირად უცნობია. საფეთქლის წილის ეპილეფსიას მედიკამენტებით მკურნალობამ. ზოგიერთი ადამიანი არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, რის გამოც მათ ოპერაცია უტარდებათ.

გამომწვევი მიზეზი

ხშირად საფეთქლის წილის ეპილეფსიის მიზეზი უცნობია, თუმცა იგი შეიძლება იყოს რამდენიმე ფაქტორის შედეგი, მათ შორის:

  • ტვინის ტრავმული დაზინაება
  • ინფექციები, როგორებიცაა ენცეფალიტი და მენინგიტი
  • პროცესი, რომლის დროსაც ზიანდება საფეთქლის წილის ნაწილი, რომელსაც ჰიპოკამპი ეწოდება
  • სისხლძარღვების პათოლოგიები ტვინში
  • ინსულტი
  • ტვინის სიმსივნე
  • გენეტიკური სინდრომები

ძილის დროს ტვინის უჯრედები წარმოქმნიან სხვადასხვა ელექტრულ იმპულსებს. თუ ელექტრული აქტივობა არასინქრონული გახდება, შეიძლება განვითარდეს კონვულსია ან ეპილეფსია.

თუ ეს ტვინის მხოლოდ ერთ ნაწილში ხდება, შედეგი არის ფოკალური გულყრა. საფეთქლის წილის გულყრა არის ნაწილობრივი გულყრა, რომელიც საფეთქლის ერთ-ერთი წილში აღმოცენდება.

სიმპტომები

უცნაური შეგრძნება (აურა) შეიძლება გამაფრთხილებელი ნიშანივით წინ უძღოდეს საფეთქლის წილის ეპილეფსიას. ყველას არ აქვს აურა და ზოგიერთს იგი არ ახსოვს.

აურა სინამდვილეში არია ნაწილობრივი ეპილეფსია, რომელიც ცნობიერებას არ გაკარგვინებთ. აურის მაგალითებია:

  • უეცარი შიშის შეგრძნება
  • დეჟა ვუ – შეგრძნება, თითქოს აწმყოში რაც ხდება, წარსულშიც მომხდარე
  • უეცარი ან უცნაური სუნის ან გემოს შეგრძნება
  • უცნაური გრძნობა მუცელში
  • ხანდახან საფეთქლის წილის ეპილეფსიის დროს თქვენ ვერ პასუხობთ სხვა ადამიანებს (ნაწილობრივ კომპლექსური ან ფოკალური დისკოგნიტიური გულყრები). გულყრის ეს ტიპი გრძელდება 30 წამიდან 2 წუთამდე. მისი დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია:
  • ყურადღების გაფანტვა
  • გაშტერება
  • ტუჩების ერთმანეთზე დარტყმა
  • ყლაპვა ან ღეჭვა
  • თითის უცნაური მოძრაობები



საფეთქლის წილის გულყრის შემდეგ შეიძლება:

  • გქონდეთ პერიოდი, როდესაც ხართ დაბნეული და გიჭირთ საუბარი
  • ვერ გაიხსენოთ რა მოხდა გულყრის დროს
  • არ იცოდეთ, რომ ეპილეფსია გქონდათ
  • ძილი მოგერიოთ
  • მძიმე შემთხვევებში, საფეთქლის წილის ეპილეფსია შეიძლება გარდაიქმნას ტონურ-კლონურ ეპილეფსიად, რომელსაც ახასიათებს კონვულსიები და გონების დაკარგვა.
  • როდის მივმართოთ ექიმს
  • მიმართეთ ექიმს, თუ:
  • ეჭვი გაქვთ, რომ თქვენ ან თქვნს შვილს გაქვთ ეპილეფსია
  • გულყრების რაოდენობა ან სიმწვავე უმიზეზოდ იზრდება
  • გულყრის ახალი ნიშნები ან სიმპტომები გაჩნდა



მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • ეპილეფსია 5 წუთზე მეტ ხანს გრძელდება
  • ადამიანი სწრაფად არ გამოდის მდგომარეობიდან ეპილეფსიის დამთავრების შემდეგ
  • ეპილეფსია განმეორდა იმავე დღეს