საკვებით მოწამვლა

დაავადების აღწერა

საკვებით მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული საკვების მიღებით. ინფექციური ორგანიზმები, მათ შორის ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები ან მათი ტოქსინები საკვებით მოწამვლის ყველაზე ხშირი მიზეზია.

ინფექციურ ორგანიზმებს და მათ მიერ წარმოქმნილ ტოქსინებს შეუძლიატ საკვების დაბინძურება მისი პროდუქციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. საკვების არასწორი მომზადების შემთხვევაში საკვების დაბინძურება სახლის პირობეშიც ხდება.

საკვებით მოწამვლის სიმპტომები, რომლებიც იწყება დაბინძურებული საჭმლის მიღებიდან რამოდენიმე საათში, მოიცავს გულისრევის შეგღზნებას, ღებინებას ან ფაღარათს. ხშირ შემთხვევაში, საკვებით მოწამვლა არის მსუბუქი და გაივლი სამედიცინო ჩარევის გარეშე. თუმცა რიგ პაციენტებს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

გამომწვევი მიზეზი

საჭმლის დაბინძურება საკვები სპროდუქციის პ როცესის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოხდეს: გაზრდა, მოსავლის აღება, დამუშავება, შენახვა, გადაზიდვა და მომზადება. ჯვარედინი დაბინძურება – საზიანო ორგანიზმების ერთი ზედაპირიდან მეორეზე გადატანა- ხშირი მიზეზია მოწამვლისა. ეს მდგომარეობა ხშირაი უმ, მზა საკვებ პროდუქტებში, მაგალითად სალათის ფურცლებში. რადგანაც ასეთი საკვები ნივთიერებები არ იხარშება ან იწვება, მავნებელი ორგანიზმები არ ნადგურდება და იწვევს მოწამვლას.

მრავალი ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ორგნიზმი იწვევს საკვებით მოწამვლას.

სიმპტომები

საკვებით მოწმავლის სიმპტომები განსხვავებულია ბინძური წყაროს მიხედვით. საჭმლით მოწამვლის უმეტესი ფორმები გამოვლინდება შემდეგი, საერთო სიმპტომებით:

  • გულისრევის შგრძნება
  • ღებინება
  • თხიერი ფაღარათი
  • ტკივილი და კრუნჩხვები მუცლის არეში
  • სიცხე



სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს დაბინძურებული საკვები მიღებიდან როგორც საათების, ასევე დღეებისა და კვირების შემდგომ. საჭმლით მოწამვლით გამოწვეული ავადმყოფობა, როგორც წესი, საათები-დღეების განმავლობაში გრძელდება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღნიშნავთ შემდეგ სიმპტომებს, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება:

  • ღებინების ხშირი ეპიზოდები და სითხის შენარჩუნების პრობლემები
  • სისხლიანი ნაღებინარი ან განავალი
  • ფაღარათი, რომელიც გრძლედება 3 დღეზე ხანგრძლივად
  • ძლიერი ტკივილი ან მუცლის სპაზმები
  • პირის ღრუს ტემპერატურა, რომელცი აღემატება 38.6 C გრადუსს
  • დეჰიდრატაციის სიმპტომები – გაძლიერებული წყურვილი, პირის სიმშრალე, დაქვეითებული შარდვა, ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება
  • ნევეროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა გაბუნდოვანებული მხედველობა, კუნთის სისუსტე და მკლავებში ჩხვლეტის შეგღზნება