საკვერცხის კიბო
დაავადების აღწერა
ქალებს აქვთ ორი საკვერცხე, საშვილოსნოს თითოეულ მხარეს. ნუშის ზომის საკვერცხეები წარმოქმნიან კვერცხუჯრედებსა და ჰორმონებს:ესტროგენსა და პროგესტერონს.
საკვერცხის კიბო, ხშირად, შეუმჩნევლად მიმდინარეობს, სანამ იგი მენჯსა და მუცლის არეში გავრცელდები. ამ გვიანდელ ეტაპზე, საკვერცხის კიბოს მკურნალობა რთულია და როგორც წესი, იწვევს სიკვდილს. ადრეულ ეტაპებზე საკვერხცის კიბო მხოლოდ საკვერცხეს მოიცავს და ამიტომ მისი წარმატებით მკურნალობა უფრო მოსალოდნელია.
საკვერცხის კიბოს მკურნალობისათვის, როგორც წესი ქირურგიული და ქიმიოთერაპიული მეთოდები გამოიყენება
გამომწვევი მიზეზი
უცნობია, თუ რა იწვევს საკვერცხის კიბოს.
როგორც წესი, კიბო ვითარდება, როდესაც გენეტიკური მუტაცია გადააგვარებს ნორმალურ უჯრედებს. კიბოს უჯრედები სწრაფად მრავლდებიან და აყალიბებენ სიმსივნეს. მათ შეუძლიათ დაიპყრონ მიმდებარე ქსოვილები. გვიანდელ ეტაპებზე სიმსივნეს შეუძლია მოწყდეს თავდაპირველ ადგილს დაგავრცელდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში(მეტასტაზირება).
საკვერცხის კიბოს ფორმები
საკვერცხის კიბოს ფორმა დამოკიდებულია იმ უჯრედის ტიპზე, რომელშიც ჩამოყალიბდა სიმსივნე.
- ეპითელიუმის სიმსივნეები, რომლებიც იზრდება საკვერცხის გარეთა ნაწილის ამომფენ თხელ ქსოვილზე. საკვერცხის სიმსივნეების 90 % წარმოადგენს ეპითელიუმის სიმსივნეებს.
- სტრომის სიმსივნეები, რომლებიც ყალიბდება საკვერცხის ქსოვილში არსებულ ჰორმონების წარმომქმნელ უჯრედებში. ასეთი სიმსივნეების აღმოჩენა უფრო ადრეულ ეტაპებზე ხდება, ვიდრე საკვერცხის სიმსივნეებისა. საკვერცხის სიმისვნეების 7 %-ს სტრომის სიმსივნეები წარმოადგენენ.
- ჩანასახოვანი უჯრედების სიმსივნეები, რომლებიც ყალიბდება კვერცხუჯრედის წარმომქმნელ უჯრედებში. საკვერცხის ეს იშვიათი კიბო თავს იჩენს ახალგაზრდა ქალებში.
სიმპტომები
საკვერცხის კიბო ადრეულ ეტაპებზე იშვიათად იწვევს სიმპტომებს. საკვერცხის შორს წასულმა სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს მცირე რაოდენობის, არასპეციფიური სიმპტომები, რომლებიც ხშირად ეშლებათ სხვა უვნებელ მდგომარეობებში, როგორიცაა ყაბზობა და გაღიზიანებული ნაწლავი.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები:
- მუცლის შებერილობა და შესიება
- კვების მიღების დროს მალევე სისავსის შეგრძნება
- წონაში კლება
- დისკომფორტი მენჯის არეში
- ნაწლავის მოქმედების ცვლილებები, როგორიცაა ყაბზობა
- შარდვის ხშირი სურვილი
როდის მივმართოთ ექიმს
საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.
მოუყევით ექიმს, თუ თქვენს ოჯახის წევრებს აღენიშნებოდათ საკვერცხის ან სარძევე ჯირკვლის კიბო. ექიმმა შესაძლოა გადაგამისამართოთ გენეტიკის ექსპერტთან სიმსივნეების გამომწვევი სპეციფიური მუტაციების აღმოსაჩენად ტესტების საშუალებით. საკვერცხის კიბოს გამომწვევი გენების მუტაციები ქალების მხოლოდ მცირე რაოდენობას აღენიშნება.