საკვერცხის კისტები

დაავადების აღწერა

საკვერცხის კისტა წარმაოდგენს სითხით სავსე ჯიბისებრ სხეულს საკვერცხეში ან მის ზედაპირზე. ქალებს ორი, ნუშის ფორმისა და ზომის კვერცხუჯრედი გააჩნიათ საშვილოსნოს ორივე მხარეს. საკვერცხეში ყალიბდება და მწიფდება კვერცხუჯრედები, რომლებიც თავისუფლდება თვიურ ციკლში ნაყოფიერების პერიოდში.

ცხოვრების გარკვეულ მომენტში ბევრ ქალს აღენიშნება საკვერცხის კისტა. საკვერცხის კისტების უმრავლესობა არ ქმნის დისკფომორტს და უვნებელია. კისტა, როგორც წესი რამოდენიმე თვეში მკურნალობის გარეშე ქრება.

თუმცა საკვერცხის კისტა, განსაკუთრებით გახეთქილი, ზოგჯერ სერიოზულ სიმპტომებს იწვევს. ჯანმრთელობის დასაცავად საუკეთესო გზა არის იმ სიმპტომებისა და ნიშნების ცოდნა, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდნენ მნიშვნელოვან პრობლემაზე. საჭიროა ასევე მენჯის ღრუს რეგულარული გამოკვლევა.

გამომწვევი მიზეზი

საკვერცხის კისტა შედეგია მენსტრუალური ციკლის ნორმალური ფუნქციონირებისა. ასეთ კისტებს ფუნქციონალურ კისტებსაც უწოდებენ. სხვა სახის კისტები იშვიათია.

ფუნქციონალური კისტები

საკვერცხეებშიი ყოველთვიურად კისტის მსგავსი სტრუქტურა – ფოლიკულა იზრდება. ფოლიკულები წარმოქმნიან ჰორმონებს – ესტროგენსა და პროგესტერონს და ათავისუფლებენ კვერცხუჯრედს ოვულაციისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ნორმალური ყოველთვიური ფოლიკულა აგრძელებს ზრდას. ამ მდგომარეობას ფუნქციონალური კისტა ეწოდება. ფუნქციონალური კისტის ორი ფორმა არსებობს:

  • ფოლიკულური კისტა. მენსტრუალური ციკლის დაახლოებით შუა პერიოდში, კვერცხუჯრედი წყდება ფოლიკულას და გადაადგილდება ფალოპის მილში, რათა შეხვდეს სპერმას განაყოფიერებისათვის. ფოლიკულური კისტა ყალიბდება მაშინ, როდესაც ფოლიკულა არ სკდება და არ ათავისუფლებს კვერცხუჯრედს. ამის მაგივრად, იგი აგრძელებს ზრდას და გარდაიქმნება კისტად.
  • ყვითელი სხეულის კისტა. როდესაც ფოლიკულა სკდება და ათავისუფლებს კვერცხუჯრედს, იწყებს დიდი რაოდენობით ესტროგენისა და პროგესტერონის გამოყოფას ჩასახვისთვის. ამ ეტაპზე ფოლიკულას ყვითელი სხეული ეწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში, კვერცხუჯრედის გადმოსასვლელი შესავალი იხურება და სითხე ფოლკულაში გროვდება, რის შდეგადაც ყვითელი სხეული იზრდება და ხდება კისტა.

    ნაყოფიერების წამალი კლომიფენი(კლომიდი, სეროფენი), რომელც გამოიყენება ოვულაციის სასტიმულაციოდ, ზრდის ყვითელი სხეულის კისტად გარდაქმნის რისკს ოვულაციის შემდგომ. ასეთი კისტები საფრთხეს არ უქმნიან ორსულობას.



ფუნქციონალური კისტები, როგორც წესი, უვნებელია, იშვიათად იწვევენ ტკივილს, და ხშირად ქრებიან თავისით 2-3 მენსტრუალური ციკლის შემდგომ.

სხვა სახის კისტები

კისტის ზოგიერთი ფორმა არ უკავშირდება მენსტრუალური ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასეთი კისტებია:

  • დერმოიდული კისტები. ასეთი კისტების შემადგენლობაში შესაძლოა შედიოდეს ქსოვილები, როგორიცაა თმა, კანი ან კბილი, რადგან ეს ქსოვილები ყალიბდება იმავე უჯრედებიდან, რომლებიც კვერცხუჯრედებს წარმოქმნიან. დერმოიდული კისტა იშვიათადაა ავთვისებიანი.
  • ცისტადენომა. ასეთი კისტები საკვერცხის ქსოვილებში ყალიბდებიან და შესაძლოა სავსე იყვნენ წყლისმაგვარი სითხით ან ლორწოვანი ნივთიერებით.
  • ენდომეტრიომები. ასეთი კისტები ენდომეტრიოზის შედეგად ყალიბდება. ენდომეტრიოზი არის მდგომარეობა, როდესაც საშვილოსნოს ენდომეტრიუმის უჯრედები იზრდებიან საშვილოსნოს გარეთ. ზოგიერთი ასეთი ქსოვილი შესაძლოა მიეკროს საკვერცხეს და წარმოქმნას წანაზარდი.



დერმოიდული კისტები და ცისტადენომები დიდ ზომებს აღწევენ. შედეგად ისინი შესაძლოა დააწვნენ საკვერცხეს და მენჯის ღრუში მათ მდებარეობა შეუცვალონ. ეს მდგომარეობა ზრდის საკვერცხის მტკივნეული გრეხვის რისკს.

სიმპტომები

კისტების უმრავლესობას ახასიათებს სიმპტომები და ქრება თავისით. საკვერცხის დიდი ზომის კისტამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტი მუცლის არეში. დიდი ზომის კისტა აწვება შარდის ბუშტს და შესაბამისად პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს შარდვის სურვილი უფრო ხშირად, რადგან შარდის ბუშტის ტევადობა იკლებს.

საკვერცხის კისტების სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ტკივილი მენჯის არეში – ყრუ ტკივილი, რომელიც ვრცელდება წელის ან ბარძაყების არეში
  • ტკივილი მენჯის არეში მენსტრუაციის წინ ან მისი დამთავრებისთანავე
  • ტკივილი მენჯის არეში სექსის დროს (დისპარეუნია)
  • ტკივილის შეგრძნება დეფეკაციის დროს ან ზეწოლის შეგრძნება ნაწლავებზე
  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან სარძევე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც წააგავს ორსულობის დროს არსებულ ტკივილს
  • სიმძიმის და სისავსის შეგრძნება მუცლის არეში
  • ზეწოლა შარდის ბუშტზე, რაც გაიძულებთ უფრო ხშირად მოშარდვას ან ართულებს შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლას.



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ თქვენ აღგენიშნებათ:

  • უცაბედი, ძლიერი ტკივილი მენჯის ან მუცლის არეში
  • ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სიცხე ან ღებინება



შოკის სიმპტომები, როგორიცაა სიცივე, წებოვანი კანი, გახშირებული სუნთქვა, გულის წასვლის შეგრძნება ან სისუსტე მიუთითებს საგანგებო მდგომარეობაზე და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.