სამკარიანი სარქვლის პათოლოგია

დაავადების აღწერა

სამკარიანი სარქვლის პათოლოგია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის მარჯვენა საკნებს (წინაგული და პარკუჭი) შორის არსებული სარქველი სათანადოდ არ ფუნქციონირებს. სამკარიანი სარქვლის პათოლოგია ხშირად ვითარდება გულის სხვა სარქვლოვან დაავადებებთან ერთად.

სამკარიანი სარქვლის პათოლოგიის ბევრი ფორმა არსებობს. მათ შორისაა:

  • სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება. ამ პათოლოგიის დროს, სამკარიანი სარქველი ბოლომდე არ იხურება, რის გამოც სისხლი უკან ჩაედინება გულის მარჯვენა ზედა საკანში (მარჯვენა წინაგული).
  • სამკარიანი სარქვლის სტენოზი. ამ პათოლოგიის დროს, სამკარიანი სარქველი შევიწროვებულია, რის გამოც მცირდება მარჯვენა წინაგულიდან მარჯვენა პარკუჭში გადასული სისხლის რაოდენობა.
  • სამკარიანი სარქვლის ატრეზია. ეს პათოლოგია არის გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც სარქვლის მაგივრად არსებული მაგარი ქსოვილი ხელს უშლის სისხლის დინებას გულის მარჯვენა ნაწილში.
  • ებშტეინის ანომალია. ებშტეინის ანომალია არის პათოლოგია, რომლის დროსაც სამკარიანი სარქველი მარჯვენა პარკუჭში ნორმაზე ქვემოთ მდებარეობს, რის გამოც იწვევს სისხლის უკანა გადასვლას მარჯვენა წინაგულში (სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება)

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები