სარძევე ჯირკვლის განმეორებადი კიბო

დაავადების აღწერა

სარძევე ჯირკვლის განმეორებითი კიბო წარმოადგენს ძუძუს კიბოს, რომელიც ხელახლა იჩენს თავს პირველადი მკურნალობს შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი მკურნალობა მიმართულია კიბოს ყველა უჯრედის განადგურებაზე, სიმსივნის ზოგიერთი უჯრედი მაინც შესაძლებელია გადარჩეს. ეს უჯრედები მრავლდებიან და თავს იჩენენ, როგორც სარძევე ჯირკვლის განმეორებითი კიბო.

მდგომარეობა შესაძლოა განვითარდეს თავდაპირველი მკურნალობიდან თვეების ან წლების შემდგომ. ახალი კიბო შესაზლოა ამოიზარდოს თავდაპირველი სიმსივნის ადგილას, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება.

ინფორმაცია სარძევე ჯირკვლის ახალი კიბოს შესახებ შესაძლებელია უფრო რთული გასამკლავებელი იყოს, ვიდრე პირველი დიაგნოზი. თუმცა ძუძუს განმეორებადი კიბო უიმედობის საფუძველს არ იძლევა. მკურნალობამ შესაძლოა მოსპოს ლოკალური, რეგიონალური ან შორეული განმეორებითი კიბო. მიუხედავად იმისა, რომ განკურნება შეუძლებელია, სამკურნალო საშუალებებით დაავადების კონტროლი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება.

გამომწვევი მიზეზი

სარძევე ჯირკვლის განმეორებითი კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც ძუძუს თავდაპირველი სიმსივნის შემადგენლობაში არსებული უჯრედები წყდებიან პირველად ტერიტორიას და “იმალებიან” სარძევე ჯირკვალში ან ორგანიზმის რაიმე სხვა ნაწილში. შემდგომ ეტაპებზე, ეს უჯრედებიც იწყებენ ახლიდან ზრდას.

ძუძუს კიბოს თავდაპირველი დიაგნოზის შემდგომ ჩატარებული ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ჰორმონული თერაპია კეთდება ძუძუს სეგმენტის ქირურგიული ამოკვეთის შემდგომ დარჩენილი კიბოს უჯრედების გასანადგურებლად. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სამკურნალო საშუალებები ბოლომდე ვერ სპობენ კიბოს უჯრედებს.

ხანდახან, კიბოს უჯრედები, უმოქმედო მდგომარეობაში არიან წლების განმავლობაში და არ აზიანებენ ორგანიზმს. შემდგომ რაღაც გამომწვევი მიზეზი ააქტიურებს უჯრედებს, რის შემდეგაც ისინი იწყებენ ზრდას და გამრავლებას ორგანიზმის სხვა ნაწილებში. უცნობია ამ პროცესის მექანიზმი.

სიმპტომები

სარძევე ჯირკვლის განმეორებადი კიბოს სიმპტომები დამოკიდებულია დაბრუნებული სიმსივნის ადგილმდებარეობაზე.

ლოკალური დაბრუნება

ლოკალური დაბრუნების დროს, სიმსივნე იზრდება თავდაპირველი კიბოს ადგილას.

თუ თქვენ ჩაგიტარდათ სარძევე ჯირკვლის სეგმენტური რეზექცია, კიბო შესაძლოა აღმოცენდეს გულმკერდის კედლის ან კანის ქსოპვილში.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ლოკალური დაბრუნების სიმპტომები:

  • ახალი ამობურცულობა ან უსწორმასწორო სიმაგრე სარძევე ჯირკვლის არეში
  • სარძევე ჯირკვლის კანის ცვლილებები
  • კანის ანთება ან სიწითლე
  • გამონადენი დვრილიდან



მასტექტომიის შემდგომ გულკმერიდს კედელზე სიმსივნის ლოკალური დაბრუნების სიმპტომები:

  • ერთი ან მეტი უმტკივნეული კვანძი გულმკერდის კანქვეშ
  • მასტექტომიის შედეგად დარჩენილი ნაწიბურის გასწვრივ ახალი, შესქელებული ადგილი



რეგიონალური დაბრუნება

ძუძუს კიბოს რეგიონალური დაბრუნება გულისხმობს სიმსივნის ხელახალ აღმოცენებას ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში.

სიმპტომები მოიცავენ ამობურცულობების გაჩენას და შესიებას ლიმფურ კვანძებში, რომლებიც მოთავსებულნი არიან:

  • მკლავის ქვეშ
  • ლავიწის ძვალთან
  • ლავიწზედა ფოსოში
  • კისრის არეში



შორეული დაბრუნება

შორეული (მეტასტაზური) დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ კიბო გადავიდა სხეულის სხვა ნაწილებში, უმეტესად ძვლებში, ღვიძლსა და ფილტვებში.
სიმპტომები:

  • მუდმივი ტკივილი, რომელიც უარესდება დროთა განმავლობაში, მაგალითად მკერდის ან ძვლის არეში
  • მუდმივი ხველა
  • სუნთქვის გაძნელება
  • უმადობა
  • წონაში კლება
  • თავის ძლიერი ტკივილები
  • გულყრები



როდის მივმართოთ ექიმს

ძუძუს კიბოს თავდაპირველი მკურნალობს შემდგომ, ექიმი გამოგიწერთ თქვენი შემდგომი შემოწმებების ცხრილს. შემოწმებების დროს ექიმი დააკვირდება კიბოს განმეორებითობის ნიშნებს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ექიმს ახალი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. მუდმივი, შემაწუხებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.