სარძევე ჯირკვლის კისტა
დაავადების აღწერა
სარძევე ჯირკვლის კისტა არ საჭიროებს მკურნალობას თუ იგი არ არის დიდი, მტკივნეული ან ქმნის დისკომფორტს. მკურნალობის მიზნით, სითხის დრენირება კისტიდან შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს.
სარძევე ჯირკვლის კისტა ხშირია პრემენოპაუზურ ქალებში, 35 დან 50წლამდე, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკშიც შეგვხვდეს. თუ გაქვთ კისტა, იგი სავარაუდოდ გაქრება მენოპაუზის შემდეგ, თუ არ იღებთ ჰორმონალურ თერაპიას.
გამომწვევი მიზეზი
მიკროკისტები მცირე ზომისაა და ხელით ვერ შეიგრძნობა. მიკროკისტები ვიზუალიზდება კვლევების დროს, როგორიცაა მამოგრაფია ან ექოსკოპია.
მაკროკისტები საკმარისად დიდია, რათა ხელით შეიგრძნოთ. მაკროკისტა 2,5–5 სანტიმეტრია დიამეტრით. დიდი ზომის კისტა აწვება გარშემო ქსოვილს, რის გამოც იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს.
კისტების გაჩენის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ესტროგენის მომატებული კონცენტრაცია ასტიმულირებს ჯირკვალს და თამაშობს გარკვეულ როლს კისტების წარმოქმნაში.
სიმპტომები
სარძევე ჯირკვლის კისტის ნიშნები და სიმპტომებია:
- გლუვი, მარტივად მოძრავი მრგვალი ან ოვალური გროვა მკერდში, სწორი საზღვრებით (სწორი საზღვრები ძირითადად კეთილთვისებიან წარმონაქმნებს ახასიათებს)
- კისტა ძირითადად მდებარეობს ცალ მხარეს, მაგრამ შესაძლოა შეგვხვდეს ორივე ჯირკვალში
- კისტის ადგილას ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა
- მკერდში გროვის ზომის მომატება ან მგრძნობელობის გაზრდა მენსტრუალურ ციკლამდე
- მკერდში გროვის ზომის შემცირება და სიმპტომების გაქრობა მენსტრუალური ციკლის შემდეგ
- ერთი ან მრავლობითი კისტა არ ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, თუმცა კისტა ხელს უშლის სხვა გროვების დიაგნოსტიკას, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს თქვენი ჯანმრთელობისათვის. აუცილებელია იცოდეთ, როგორია მკერდის ჯირკვალი ნორმაში, რათა მიხვდეთ, როდის იცვლება მისი შემადგენლობა ან ჩნდება წარმონაქმნი.
როდის მივმართოთ ექიმს
სარძევე ჯირკვლის ნორმალური ქსოვილი ზოგჯერ ქმნის გროვის ან ნოდულების შეგრძნებას შეხებისას, თუმცა როგორც კი შეამჩნევთ გროვას, რომელიც ახლახანს გაჩნდა და არ ქრება მენსტრუალური ციკლის შემდეგ ან თუ მანამდე აღმოჩენილი გროვა გაიზარდა ან შეიცვალა, მიმართეთ ექიმს.